top of page

გაიგე რას გთავაზობს
AgileSchool შენი ბიზნესისთვის

AgileSchool-ის ახალი პროდუქტი, Agile for Business ორგანიზაციებისთვის წარმოადგენს პროცესების ოპტიმიზაციის, თანამშრომლების განვითარების, ეფექტიანობის გაზრდისა და მოქნილი მასშტაბირების მხარდამჭერ ინსტრუმენტს.

arrows.png
Vecto11r.png

15 +

B2B პარტნიორი

300 +

გადამზადებული თანამშრომელი

პარტნიორი კომპანიები

როგორ ეხმარება AgileSchool შენს ბიზნესს

Agile ტრანსფორმაცია

დღევანდელ დინამიურ ბიზნეს გარემოში, ხშირ ცვლილებებთან ადაპტირება და მოქნილობა არის ნებისმიერი ზომის ორგანიზაციისთვის კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების გასაღები.

 

ჩვენი ექსპერტები თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დანერგავენ Agile გადაწყვეტილებებს, რაც ორგანიზაციას დაეხმარება გააუმჯობესოს სამუშაო პროცესები, გახდეს ცვლილებების მიმართ ადაპტირებადი / ეფექტიანი და გაუძლოს სწრაფად მასშტაბირების პროცესს.

ოპერაციების მართვა

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც სისწრაფე და მოქნილობა წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებობდეს ოპერაციების მართვის სრულყოფილი პროცესი.

ჩვენი გუნდის ექსპერტები უზრუნველყოფენ თქენი ორგანიზაციის ისეთი საოპერაციო პროცესების გამართვას, როგორიცაა: სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, ხარისხის კონტროლი, ორგანიზაციული დაგეგმარება, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, რესურსების მართვა.

სტრატეგიული მიზნების დასახვა

მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ დაისახოს მიზანი და ყველა თანამშრომელი გააერთიანოს მის გარშემო.

AgileSchool დაგეხმარებათ თქვენს ორგანიზაციაში დაინერგოს მიზნების დასახვის OKR მიდგომა, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ სტრატეგიული მიზნები, მოახდინოთ რესურსების სწორი ალოკაცია, მართოთ მიზნების მიღწევის პროცესი.

პროექტების / პროდუქტების მართვა

ახალი პროდუქტებისა და პროექტების შექმნა ნებისმიერი ზომის ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის ნაწილია, რადგან სწორედ ეს ფუნქცია უზრუნველყოფს მომხმარებისთვის ღირებულების შექმნას, ან შიდა პროცესების გაუმჯობესებას.

 

AgileSchool დაგეხმარებათ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული პროექტების მართვის Agile მიდგომების ჩამოყალიბებაში, პროექტების მართვის სასიცოცხლო ციკლის შემუშავებაში, პროექტებისა და პროდუქტების პროგრესის გამჭირვალე პროცესის შექმნასა და პროგნოზირებადობის გაზრდში.

ორგანიზაციული სწავლება

55.png

ნებისმიერი ზომის თანამედროვე ორგანიზაციის წარმატებას ქმნიან თანამშრომლები და მათ პროფესიულ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია. ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, როგორიცაა მენეჯმენტის რგოლისა და თანამშრომლების ტრენინგები, მენტორობისა და გუნდების საკონსულტაციო პროგრამები.

AgileSchool დაგეხმარებათ აარჩიოთ წინასწარ შექმნილი ტრეინინგების პროგრამები, ან ერთად შევქმნათ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული სწავლების პროგრამა. 

300+  

გადამზადებული თანამშრომელი

როგორ გამოიყურება სამუშაო პროცესი

ინტერვიუ და კონსულტაცია

პირველ ფაზაზე მეწარმესთან ინიშნება უფასო ინდივიდუალური ინტერვიუ. ინტერვიუზე არსებული პროცესები კვლევის შედეგად განისაზღვრება მეწარმის ბიზნეს საჭიროები.

Star1.png

ანალიზი და პრე-იმპლემენტაცია

ინტერვიუსა და კვლევის შედეგების საფუძველზე კეთდება ანალიზი, რის შემდეგაც მზადდება კონკრეტულ მეწარმეზე მორგებული წინადადება. წინადადება რამდენიმე იტერაციის განმავლობაში განიხილება მეწარმესთან. შედეგად ყალიბდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, საჭირო რესურსები და შესრულების დრო.

დანერგვის ეტაპი

დანერგვის ეტაპზე შედგენილი სამოქმედო გეგმა ინერგება შესაბამის ბიზნეს/საოპერაციო პროცესში. დანერგვის თითოეულ ეტაპზე ხდება დამკვეთთან მიღწეული შედეგების რეპორტინგი. პროექტის დასრულების შემდგომ ეტაპზე მიმდინარეობს დანერგვის შემდგომი მონიტორინგი და მენტორინგი.

© 2023 by AgileSchool

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
bottom of page