top of page

Agile and Cargo Cults

ალბათ გსმენია ტერმინი “Cargo Cult Agile”-ის შესახებ. ამ ერთი შეხედვით უცნაურ ტერმინს, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და კიდევ უფრო საინტერესო კონტექსტში გამოიყენება.


რას ნიშნავს Cargo Cults?

Cargo Cults-ს ცნების ყველაზე ფართო გავრცელება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან, მელანეზიის კუნძულებზე.


მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები მელანეზიის კუნძულებს იყენებდა სამხედრო ბაზებად და საჰაერო გზებით (თვითმფრინავიდან კონტეინერების ჩამოყრით) ამარაგებდა მათ აღჭურვილობით.


ამ კუნძულებზე სამხედრო ბაზების არსებობამ მკვეთრი ცვლილება იქონია ადგილობრივების ცხოვრების წესზე, რომელთაგან ბევრს არასდროს ენახა წარმოებული ტანსაცმელი, მედიკამენტები, დაკონსერვებული საკვები, კარვები, იარაღი და ჯარისკაცები.


ჯარისკაცები ხშირად უზიარებდნენ აღნიშნულ მარაგებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ამ სიკეთეების მიღებას უკავშირებდნენ თვითმფირნავებს, ციდან ჩამოვარდნილ კონტეინერებს, ასაფრენ ბილიკებსა და სხვა ტექნოლოგიებს.


ომის დასრულების შემდეგ, შეწყდა თვითმფრინავებიდან კონტეინერების ჩამოყრა და შესაბამისად, ადგილოვირივი მოსახლეობაც ვეღარ იღებდა ჩვეულ “სიკეთეებს”.


მათ დაიწყეს ხისგან თვითმფირნავების აშენება, რადიო მიმღებების გაკეთება და ჯეროდათ, რომ ტექნოლოგიის (თუნდაც ხისგან გაკეთებული) გამეორებით მოხდებოდა “სასწაული” და ციდან ისევ ჩამოვარდებოდა ტვირთები.


ტერმინი Cargo Cult გამოიყენება ადამიანის, გუნდის ან ორგანიზაციის ქცევის აღსაწერად, რომელიც სხვების გარკვეული შედეგების გამეორებას ცდილობს ქცევებისა და რიტუალების მიბაძვით, იმ ჭეშმარიტი მიზეზების გააზრების გარეშე, რაც სინამდვილეში იწვევს ამ შედეგებს.



რა არის Cargo Cult Agile?

Cargo Cult Agile არის ის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზაცია იღებს ინფორმაციას Agile-სა და მისი ბენეფიტების შესახებ. იწყებს “Agile Transformation”-ს. პროექტის მენეჯერების ნაცვლად ჩნდება Scrum Masters”, BA-ის ნაცვლად Product Owner.


ინკრემენტული მიწოდების მიზნით, Waterfall-ის ნაცვლად იწყება Scrum-ის გამოყენება, მაგრამ არსად ქრება Waterfall-ის ფაზები, უბრალოდ აგრძელებს ცხოვრებას Sprint-ის შიგნით, როგორც მინი-Waterfall.

ამ დროს ორგანიზაცია იქმნის მოლოდინს, რომ სწორედ ახალი როლები, ფუნქციები, სტრუქტურა, წესები და რიტუალები გარდაქმნის Agile ორგანიზაციად და შესაბამისად, გახდება სწრაფი და უკეთესი.

ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს “doing Agile”-ზე, ნაცვლად, “being Agile”. ეს არის კლასიკური Cargo Cult.


ისევე როგორც ხის თვითმფრინავები და რადიომიმღებები ვერ ჩამოაგდებენ ციდან ტვირთებს, ასევე Job title და თანამედროვე ოფისი ვერ გახდის ორგანიზაციას Agile.



Commentaires


bottom of page