რა გახსენდება პირველ რიგში, როდესაც Agile ტრანსფორმაცია გესმის? დიდი ალბათობით ტექნოლოგიური გუნდები, ან ციფრული პროდუქტების შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ Agile-ის ყველა თეორია და პრაქტიკოსი ექსპერტები ამტკიცებენ Agile-ის მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა, Agile ტექნოლოგიური ბიზნესის ინდუსტრიულ სტანდარტად ჩამოყალიბდა. ამ სტატიაში მოგიყვები არატექნოლოგიურ გუნდებში Agile ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე.
ტრადიციულად ორგანიზაციები ბაზარზე ხშირი ცვლილებებისა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების მიზნით მიმართავდნენ Agile მიდგომებს.
Agile ტრანსფორმაცია კი ტექნოლოგიური გუნდებში (როგორც ინსტრუმენტის) პროცესების ოპტიმიზაციისთვის იწყებოდა, რათა შემცირებულიყო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდების დრო (Time to market), გაზრდილიყო ხარისხი და პროგნოზირებადობა.
თანამედროვე ორგანიზაციებში ბიზნესი და ტექნოლოგია ცალ-ცალკე ფაქტობრივად აღარ იგულისხმება. ტურბულენტური ბიზნეს გარემოს პირობებში პროდუქტის, ან ორგანიზაციის მაშტაბიერება, ტექნოლოგიურ გუნდებში Agile მიდგომების დანერგვით ვეღარ მიიღწევა, თუ კომპანიის სხვა ფუნქციებიც არ იქნებიან აღნიშნულ მიდგომებთან სინქრონში. მაგალითად ისეთი კრიტიკული ფუნქციები, როგორიცაა ადამიანური რესურსები, მარკეტინგი, ფინანსები და ა.შ.
2024 წლის ტრენდი Agile-ით მართვის მიდგომების არატექნოლოგიურ გუნდებში დანერგვაა. მიზეზი კი პოტენციური Agile Silo-ების შექმნის რისკია. წარმოიდგინე, ერთსა და იმავე ორგანიზაციაში ტექნოლოგიური გუნდები მუშაობენ ერთი მიდგომით, სხვა ფუნქციები განსხვავებული მიდგომებით, ეს კი ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განსხვავებულ გააზრებას და დეზორგანიზაციას იწვევს.
სანამ უშუალოდ არატექნოლოგიურ გუნდებში Agile ტრანსფორმაციის დანეგვის ნაბიჯებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბენეფიტი:
Silo-ების დაშლა
ტრადიციულ ორგანიზაციულ სტრუქტურებში ხშირად განყოფილებები იზოლირებულად ფუნქციონირებენ, რაც ხელს უშლის იდეების გაცვლას და სინქონიზაციას.
Silo-ების გარეში გადაწყვეტილებები გაცილების სწარფად მიიღება, რადგან ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება გუნდებს შორის შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ცვლილებების მიმართ მარტივი ადაპტაცია
დინამიურ ბიზნეს გარემოში ცვლილებები გარდაუვალია. Agile-ის იტერაციული მიდგომა გუნდებს ეხმარება იმუშავონ განმეორებად ციკლებში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ცვლილების განმეოებით შეფასებისა და ადაპტაციისათვის.
გარდა ამისა Agile-ის მოქნილი დაგეგმვის მიდგომები გუნდებს ეხმარება რეალურ დროში შეცვალონ პრიორიტეტები და ვადები, რაც უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისობას ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან, თუნდაც გაუთვალისწინებელი ცვლილებების პირობებში.
მომხმარებლისთვის ღირებულების მიტანის სწრაფი ტემპი
ინკრემენტალურ - იტერაციული მიდგომების საშუალებით, არატექნოლოგიურ გუნდებს შესაძლებლობა ეძლებათ 1 კვირიდან, 4 კვირამდე თანმიმდებრული ციკლით, მომხმარებელს მიაწოდონ რეალური ღირებულების მქონე პროდუქტი, მიიღონ მთგან სწრაფი უკუკავშირი და შესაბამისად, ყოველი ახალი იტერაციის შედეგად შეიქმნას მომხმარებლის უკკუკავშირზე დაფუძნებული ინკრემენტი.
ახლა მოდი ვისაუბრეთ არატექნოლოგიურ გუნდების Agile ტრანსფორმაციის თანმიმდევრულ პროცესზე
მხარდაჭერა Learship-ისგან:
Leadership-ის მხარდაჭერის გარეშე Agile ტრანსფორმაციის განხორციელებება წარუმატებლობისთვის განწირული აქტივობაა. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ხელმძღვანელი როლების დარწმუნებაა აღნიშნული მიდგომების დანერგვაში. ამისათვის ეცადე ჩაატაროთ რამდენიმე სემინარი, ან ტრეინინგი ხელმძღვანელი რგოლებისთვის, სადაც Agile-ის ღირებულებეზე ისაუბრებ.
გუნდის სწავლება
აუცილებლად ჩაუტარე თანამშრომლებს ტრეინინგები Agile-ში. თეორიული ცოდნა მათ დაეხმარებაგაცილებით მარტივად დააპტირდნენ ახალ მიდგომებთან.
დაიწყე მცირე ნაბიჯებით
Agile ტრანსფორმაციის დაწყება (განსაკუთრებით არატექნოლოგიირ გუნდებში), რეკომენდირებულია საპილოტე გუნდით. პირველ ეტაპზე ხდება ერთი კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირება და Agile-ის ყველა საუკეთესო პრაქტიკის ადაპტაცია ამ გუნდზე.
ამავე გუნდის გამოცდილებით ხდება ორგანიზაციისთვის საუკეთესო მიდგომების იდენტიფიცირება. შესაბამისად Agile-ის დანერგვის მაშტაბირებისას შეცდომების დაშვებისა და წარუმატებლობის რიკი მცირდება.
შეარჩიე Agile Framework-ები
აირჩიეთ Agile Framework, რომელიც შეესაბამება შენი გუნდის მიზნებს. Scrum, Kanban ან ჰიბრიდული მიდგომა შეიძლება იდეალურად მოარგო არატექნოლოგიურ გუნდის პროცესებს. ძალიან მკაფიოდ განსაზღვრე როლები, ცერემონიები და არტეფაქტები, რათა დარწმუნდე, რომ ყველას ესმის თავიანთი პასუხისმგებლობა და მოლოდინები.
შეარჩიე Task Management სისტემა
Task Management სისტემა დაგეხმარება მართო არტეფაქტები, ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებას, გაზარდო გამჭირვალობა, მართო გუნდის პროგრესი და რესირების დატვირთულობა
შეჯამებისკენ, რომ წავიდეთ დასაწყისშივე უნდა იცოდე, რომ Agile ტრანსფორმაცია არ არის კონკრეტული პროექტი, რომელსაც დაიწყებ და რამდენიმე თვეში დაასრულებ. ეს არის პროცესი, რომელიც არ სრულდება, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმით შენ აცხადებ მზაობას მუდმივ განვითარებაზე.
Agile ტრანსფორმაციისას, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის დანერგვის პროცესში ჩართო გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები, როგორიც AgileSchool-ის ექსპერტები არიან. ისინი უშუალოდ გაუძღვებიან ტრანსფორმაციის პროცესს, დანერგავენ შესაბამის მიდგომებს და დააწესებენ წარმატების მეტრიკებს, რასაც AgileSchool საკმაოდ წარმატებით ახლორციელელებს.
Comments