top of page

რა არის Definition of Ready Scrum-ში

იცოდი, რომ Scrum-ში Definition of Ready (DoR) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტია? ამ სტატიაში მოგიყები DoR-ის შესახებ. რა შემთხვევაში უნდა გამოიყენო და განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს.




რა არის Definition of Ready

გაიხსენე პროდუქტის ბექლოგის დიზაინი. Backlog Item-ები, რომლებიც ბექლოგის თავშია მოცემული, არის ყველაზე პრიორიტეტული, დეტალური, თვითკმარი და მცირე ზომის.

თუმცა, ზოგჯერ მაინც არ არის ეს დიზაინი საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, როდის არის Backlog Item მზად (Ready) სპრინტში წასაღებად.


ამ დროს სცენაზე გამოდის Definition of Ready-ის კონცეპტი. DoR არის ერთიანი შეთანხმებული Checklist, სადაც გუნდის ყველა წევრმა იცის კონდიცია, როდის არის Backlog item მზად სპრინტში წასაღებად, ანუ სპრინტის დაწყების მომენტში გუნდმა თავისუფლად უნდა შეძლოს ამოცანაზე მუშაობის დაწყება.


იმ შემთხვევაში, თუ ვერ კმაყოფილდება DoR Checklist-ში მოცემული ყველა პირობა, მაშინ კონკრეტული Backlog item არ უნდა მოხვდეს სპრინტში.


უმეტესტწილად Definition of Ready-ის პრაქტიკაში გამოყენება ხდება Planning-ის პროცესში.


Definition of Ready-ის შეცვლის ან/და გაუმჯობესების საუკეთესო ადგილად, მე რეკომენდაციას სპრინტის რეტროსპექტივის ცერემონიას გავუწევდი.


რა ბენეფიტები მოაქვს Definition of Ready-ის ქონას:

  • შეგილძლია გაზომო ე.წ. Ready State;

  • გუნდს ეხმარება პასუხისმგებლობების გააზრებაში;

  • გუნდს ეხმარება ამოცანის უკეთ გააზრებაში;

  • პროაქტიულად ეხმარება გუნდს ადრეულ ეტაპზე დააიდენტიფიციროს პოტენციური რისკები და ბლოკერები;

  • ახალისებს კოლექტიური პასუხისმგებლბის კულტურას;

Definition of Ready კონცეპტს გამოყენება შესაძლებელია, როგორც User Story-ის, ასევე სპრინტის დონეზეც. მოდი განვიხილოთ DoR-ების კონკრეტული მაგალითი


განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ გამოიყურება DoR. გაითვალისწინე, რომ Definiton of Ready მორგებული უნდა იყოს შენ გუნდსა და პროდუქტზე. არ ეცადო პირდადპირ, გააზრების გარეშე, გადააკოპირო შენ გუნდში.


მაგალითი - Definition of Ready User Story-ისთვის

  • გუნდისთვის ცხადია User Story-ის ღირებულება

  • გუნდისთვის ცხადია User Story-ის სქოუფი

  • User Story-ისთვის საჭირო ყველა acceptance criteria გაწერილია

  • User Story-ზე არსებული ყველა დამოკიდებულება და პოტენციური რისკი იდენტიფიცირებულია

  • გუნდმა იცის "როგორ" უნდა გააკეთოს User Story

მაგალითი - Definition of Ready Sprint-ისთვის

  • Sprint Backlog არის პრიორიტეტების შესაბამისად დალაგებული

  • Sprint Backlog შეიცავს ყველა კატეგორიის Item-ს, რომელიც საჭიროა სპრინტის მიზნის მიღწევისთვის

  • გუნდს არ აქვს ე.წ Hidden Work

  • გუნდის Capacity იდენტიციფირებულია

  • Sprint Backlog შეესაბამება გუნდის Velocity-ის

  • Sprint Backlog-ის ყველა User Story შეესაბამება User Story-ისთვის განსაზღვრულ DoR-ს.

შეჯამებისთვის, Definition of Ready-ის კონცეპტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია გუნდისთვის და მას მყისიერად მოაქვს ყველა ის ბენეფიტი, რომელიც სტატიაში მოგიყევი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, DoR-ის დანერგვას არ ჭირდება გუნდის განსაკუთრებული გათვითცნობიერება Agile-ში.


უფრო მეტი გუნდა ისწავლო Scrum-ის პროცესებზე და შენი ციფრული პროექტი უფრო წარმატებული გახადო? მაშინ 1 მაისს შემოუერთდი ჩემს სასწავლო კურსს: "ციფრული პროექტების მართვა Scrum Framework-ით".


კურსიზე რეგისტრაციისთვის გამოიყენე ეს ბმული: https://bit.ly/3tGcNMq

Comentários


bottom of page