top of page

როგორ უნდა გახდე Product Owner

ამ სტატიაში მოგიყვები Product Owner-ის როლის შესახებ და მოგცემ რამდენიმე სასარგებლო რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდე PO.




რას ნიშნავს Product Owner

Scrum-ში პროდუქტის მფლობელი არის მთავარი როლი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოს განსაზღვრაზე და პრიორიტეტზე, რომელსაც დეველოპერული გუნდი აკეთებს. პროდუქტის მფლობელი არის Scrum გუნდის წევრი და მჭიდროდ თანამშრომლობს დეველოპმენტის გუნდთან, რათა უზრუნველყოს, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროდუქტის საერთო მიზნებსა და ხედვას.


პროდუქტის მფლობელი პასუხისმგებელია სამუშაოს განსაზღვრაზე და პრიორიტეტზე, რომელსაც დეველოპერული გუნდი აკეთებს. ეს მოიცავს პროდუქტის Roadmap-ის შექმნას და თანიმდევრულად განხორციელებას, მახასიათებლებისა და ფუნქციონალის განსაზღვრას, გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა სამუშაოზე უნდა იყოს ფოკუსირებული დეველოპერის გუნდი.


რას არის Product Owner-ის პასუხისმგებლობები

ქვემოთ მოცემულია PO-ს რამდენიმე ძირითადი პასუხისმგებლობები (ეს მხოლოდ ნაწილია)

  • პროდუქტის ხედვისა და მიზნის ჩამოყალიბება

  • Stakeholder-ებთან აქტიურ კოლაბორაციაში ყოფნა, რათა შექმნა და მართოს მოლოდინები პროდუქტის პროგრესთან, შეფერხებებთან და რისკებთან დაკავშირებით

  • პროდუქტის Roadmap-ის შექმნა, რომელიც ასახავს პროდუქტის გრძელვადიან ხედვას;

  • Development გუნდისთვის უნდა იყოს მუდმივად ხელისაწვდომი, რათა უპასუხოს მათ კითხვებს და დარწუნდეს, რომ გუნდი მიდის სწორი მიმართულებით

  • Product Backlog-ის პრიორიტეტიზაცია და შესაბამისი სატანდარტების დაცვა

  • User Story-ების ჩამოყალიბება

  • გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა სამუშაო უნდა გაკეთდეს და როდის

  • პროდუქტის Roadmap-ის კორექტირება, როგორც საჭიროა, რათა აისახოს ცვლილებები ბიზნესის პრიორიტეტებში ან საბაზრო პირობებში.


როგორ უნდა გახდე Product Owner?

სანამ თრეინინგს გაივლი Agileschool.ge-ზე მანამდე გაგიზიარებ რამდენიმე hint-ს, თუ როგორ უნდა გახდე Product Owner.

  • ისწავლე Scrum. ეს არის შენი Product Owner-ობის გზაზე პირველი ნაბიჯი. Scrum შეგიძია ისწავლო სხვადასხვა ლიტერატურიდან ან გაიარო რეგისტრაცია Agileschool-ის კურსზე

  • ისწავლე პროდუქტის მენეჯმენტი: როგორც Product Owner, შენ პასუხისმგებელი იქნები იმ სამუშაოს განსაზღვრაზე და პრიორიტეტზე, რომელსაც Development გუნდი აკეთებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გქონდეს გარკვეული ცოდნა პროდუქტის მენეჯმენტში, მათ შორის იმის გაგება, თუ როგორ უნდა განისაზღვროს და მიენიჭოს პრიორიტეტები სამუშაოს და როგორ შექმნა და მართო პროდუქტის Roadmap.

  • გაიუმჯობესე ეფექტური კომუნიკაცის უნარები: როგორც პროდუქტის მფლობელს, მოგიწევს კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის Development გუნდთან, მენეჯმენტთან და კლიენტებთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის უნარები, მათ შორის მოსმენისა და ეფექტური წერის უნარი.

  • აიღე Product Owner-ისსერთიფიკატი (PSPO): სერთიფიკატის აღება დაგეხმარება წარმოაჩინო შენი ცოდნა და უნარები, როგორც პროდუქტის მფლობელი პოტენციურ დამსაქმებლებს.

Comentários


bottom of page