top of page

OKR ანატომია

OKR (Objectives and Key Results) Framework ორგანიზაციული მიზნების დასახვის საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა, რომელსაც ორგანიზაციის Agile ტრანსფორმაციის პროცესში აუცილებლად ვნერგავთ ხოლმე.


OKR-თან დაკავშირებით, ასევე ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს, რომლის ჩამოთვლაც ახლა ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ OKR Framework-ის უპირველესი დანიშნულება არის ორგანიზაციული მიზნების გარშემო ყველა თანამშრომლის გაერთიანება, მიზნების გამჭვირვალობა და დაელაინება. ამ კონკრეტულ საკითხებზე რამდენიმე სხვა პოსტიც მაქვს დაწერილი.

დღეს მინდა გესაუბრო უფრო ტექნიკურ დეტალებზე, კერძოდ რისგან შედგება OKR Framework.


ნაწილი 1 - საიდან იწყება OKR ანატომია

პირველი ეტაპი საიდანაც იწყება OKR-ების დასახვა არის პრინციპი Top to bottom, ანუ ორგანიზაციული მიზნებს სახავენ ხელმძღვანელები. ამით, ისინი ამბობენ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია სახავს შესაბამის Objective-ებს.


ორგანიზაციული Objective-ები ზიარდება სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან და გუნდებთან, რომლებიც თავის მხრივ სახავენ ისეთი ტიპის Objective-ებსა და Key Result-ებს, რომლის შესრულებიც შემთხვევაშიც სრულდება ორგანიზაციის დონის Objective-ები.


ნაწილი 2 - რას ნიშნავს Objectives და Key Results

OKR შედგება მიზნისგან (Objective), რომელიც ამბობს, თუ რისი მიღწევა გვსურს და ძირითადი შედეგებისგან (Key Results), რომელიც ასახავს პროგრესს მიზნის მიღწევისკენ. . ყველა KR შესრულების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მიზანი (Objective) მიღწეულია.

სასურველია, რომ ერთი კვარტლისთვის განისაზღვროს არაუმეტეს 3 Objective-ისა. თითოეული Objective-ის ქვეშ მოცემული Key Result- ები არ უნდა აღემატებოდეს 3-5.


ნაწილი 3 - რა უნდა იცოდე და როგორ უნდა დაწერო Objective ეფექტურად

რა უნდა იცოდე Objective-ების შესახებ:

  • Objective უნდა გულისხმობდეს გაუმჯობესებას, ზრდას, ცვლილებას, ინოვაციურობას და ა.შ. Objective აუცილებლად უნდა იყოს კვარტლის ფოკუსირების სფერო, ანუ რეკომენდებულია ჩამოყალიბდეს და შესრულდეს ერთ კვარტალში.

  • Objective-ში ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა პრობლემას წყვეტ მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის და/ან რომელი კონკრეტული მაჩვენებელი (შემოსავალი, კლიენტები და ა.შ.) იზრდება დასახული მიზნების შესრულების შემთხვევაში.

  • გაითვალისწინე, რომ Objective იყოს: მნიშვნელოვანი, რეალისტური, მიღწევადი, კონკრეტული, მოქმედებაზე ორიენტირებული, ამბიციური, ინსპირაციული.

როგორ უნდა დაწერო Objective ეფექტურად?

  • Objective უმჯობესია იწყებოდეს შემდეგი სიტყვებით: გაუმჯობესება, ზრდა, გაფართოება, გენერირება, შემცირება, მიღწევა, დანერგვა, მოზიდვა, აქტივაცია, გაშვება, მხარდაჭერა.

იმისათვის, რომ შექმნა ეფექტური Objective-ები, პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:

  • გუნდის მიზნის მიღწევით მიიღწევა ორგანიზაციის მიზანი?

  • რატომ გვაქვს ეს მიზანი? არის თუ არა ეს მიზანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი? მოაქვს კომპანიისთვის ღირებულება?

  • რისი მიღწევა გვინდა?

  • რამდენად ამბიციურია ჩვენი მიზანი?

  • რა შეგვიძლია შევქმნათ, გადავჭრათ, გამოვასწოროთ, ან გავაუმჯობესოთ, რომ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებული?

  • რა გვაფერხებს?

  • არის მიზანი მიღწევადი მხოლოდ ჩვენს გუნდის მიერ?

  • აგვარებს თუ არა ჩვენი გუნდის გამოწვევას მიზნის მიღწევა?


ნაწილი 4 - როგორ უნდა დაწერო ეფექტურად Key Result

KR უნდა იყოს: კონკრეტული, დროში შემოსაზღვრული, გაზომვადი, შემოწმებადი Key Result პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  • აღნიშნული შედეგის დადგომის შემთხვევაში იქნება მიზანი შესრულებული?

  • არის შედეგი გაზომვადი და შემოწმებადი?

  • არის შესაძლებელი შედეგის ერთ კვარტალში მიღწევა?

  • რა შემთხვევაში ჩავთვლით გაწეულ ძალისხმევას გამართლებულად?

  • როდის ვიქნებით კმაყოფილები?


ნაწილი 5 - OKR შაბლონები

HR OKR შაბლონი: Objective: გვქონდეს საუკეთესო რეკრუტინგის პროცესი

  • KR1: კანდიდატის აყვანა მოხდეს 3 ინტერვიუს ნაცვლად 1 ინტერვიუში

  • KR2: შევამციროთ დარეჯექტებულ კანდიდატებთან უკუკავშირის დრო 2 დღიდან 1 დღემდე

Tech OKR შაბლონი: Objective: გვქონდეს საუკეთესო ხარისხი დანერგვის პროცესში

  • KR1: შევამციროთ დანერგვის დრო 2 საათიდან 30 წუთამდე;

  • KR2: გავზარდოთ Code unit test-ების დაფარვა 50%-დან 80%-მდე;

  • KR3: შევამციროთ დანერგვის შემდგომი Bug-ები 10 დან 5 მდე;

  • KR4: გავზარდოთ საინტეგრაციო სერვისების დაფარვა 20%-ით;

  • KR5: 100%-ით დავფაროთ ავტომატური რეგრესული ტესტირება;

Comentários


bottom of page