top of page

რა განსხვავებაა OKR და KPI შორის

ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში, ალბათ გსმენია ორი ძირითადი ტერმინი - OKR და KPI. სამწუხაროდ ეს ორი შინაარსობრივად განსხვავებული ტერმინი, ბევრ ორგანიზაციაში სინონიმებად გამოიყენება ხოლმე.

ამ სტატიაში მოგიყვები რა განსხვავებაა OKR და KPI მიდგომებს შორის.


რა არის OKRs (Objective and Key Results)

OKR არის მიზნების დასახვის Framework, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება პროდუქტის, სერვისის, ან ოპერაციების განვითარების სტრატეგიის განხორციელებისთვის დასახოს კონკრეტული, ობიექტურად მნიშვნელოვანი მიზნები და ფოკუსირდეს შედეგების მიღწევაზე. OKR-ებს, როგორც წესი იყენებენ კვარტლის დაგეგმვისთვის, თუმცა შესაძლებელია ორგანიზაციამ OKR გამოიყენოს წლის დაგეგმვისთვისაც. ასევე OKR Framework არის სტრატეგიული მიზნების კომპანიის ყველა ფუნქციასთან, გუნდთან სინქრონიზაციის ინსტრუმენტი.


OKR შედგება Objective-ებისგან, Key Result-ებისა და Initiative-ებისგან.

  • Objective ასახავს მიზანს, სად გვინდა, რომ წავიდეთ ან რას გვინდა, რომ მივაღწიოთ. Objective არ უნდა იყოს თასქის დონის აქტივობა. მისი სასიცოცხლო ციკლია 3-6 თვე. მაგალითად: გვქონდეს პროექტის ჩაბარების საუკეთესო ხარისხობრივი მაჩვენებელი

  • Key Results ასახავს პროგრესს Objective მიმართებაში. შესაბამისად, Key result-ში მოცემული ყველა აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს Objective-ს. Key Result არის გაზომვადი Outcome-ის მქონდე აქტივობა (EPIC Level). მაგალითად: შევამციროთ პროცესში დეფექტები 30%-ით, გავზარდოთ QA სტაფის 8 თანამშრომელი senior-მდე

  • Initiative ასახავს იმ კონკრეტულ აქტივობას, რაც საჭიროა კონკრეტული Key Result-ის მისაღწევად (User Story Level)მაგალითად: ჩავატაროთ 5 თრეინინგი, დავნერგოთ Definition of Done, შევქმნათ Jira ავტომატიზაციები


რა არის KPI:

KPI (Key Performance Indicator) საჭიროა მიზნებისა და Objective-ების შესრულების მონიტორინგისთვის. KPI გამოიყენება, როგორც გუნდების, ასევე ინდივიდების წარმადობის გასაზომად. მაგალითად, თუ გაყიდვების გუნდის KPI არის კვარტლის ჭრილში 1000 პროდუქტის გაყიდვა, შესაბამისად 1000 პროდუქტზე ნაკლების გაყიდვა ნიშნავს გუნდის დაბალ ეფექტიანობას.


როგორია KPI ანატომია:

  • გაზომვადი: თითოეული KPI უნდა იზომებოდეს რიცხვებში

  • მიზანი (Target): თითოეული KPI ჰქონდეს თარგეთი, ანუ რა რიცხობრივ მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს

  • Data Source: თითოეული KPI-ისთვის საჭიროა არსებობდეს წყარო, რაზე დაფუძნებითაც მოხდება გაზომვა

  • შესრულების პერიოდი: თითოეული KPI-ისთვის საჭიროა დროითი პერიოდი, რაშიც უნდა მოდეს აღნიშნული მიზნების მიღწევა

  • Owner: თითოეული KPI-ისთვის საჭიროა არსებობდეს პასუხისმგებელი, რეპორტერი პირი


რა განსხვავებაა OKR და KPI შორის


ფოკუსი

  • OKR-ში ფოკუსი არის Outcome-ზე დასახულ მიზანსა და გავლენაზე

  • KPI-ში ფოკუსი არის პროცესზე, წარმადობის მონიტორინზე

იერარქია

  • OKR ორგანიზაციის მენეჯემნეტის მიერ ყალიბდება და კასკადურად ჩამოდის ინდივიდის დონეზე

  • KPI უმეტესად დეპარტამენტის ან ინდივიდის დონეზე მუშაობს

დროითი პერიოდი

  • OKR ყალიბდება კვარტლის დონეზე

  • KPI შეიძლება ჩამოყალიბდეს წლის, კვარტლის, თვის ან კვირის დონეზეც კი

მოქნილობა

  • OKR-ში შესაძლებელია დასახული მიზნების პერიოდული ცვლილება, შესაბამის ცერემონიებზე

  • KPI უმეტესად სტატიკურია

სინქრონიზაცია

  • OKR ორგანიზაციის სტრატეგიასა და კონკრეტული ინდივიდის ყოველდღიურობას შორის სინქრონიზაციას ემსახურება

  • KPI უმეტესად დეპარტამენტის მიზნებისა და ინდივიდების ყოველდღიურობას შორის სინქრონიზაციას ემსახურება

გაზომვა

  • OKR-ებში Key result-ების მონიტორინგის საშუალებით ხდება მთავარი მიზნების შესრულების გაზომვა

  • KPI უშუალოდ საზომი ინსტრუმენტია, რომელიც არ ეხმიანება (აუცილებლად) მასშტაბურ მიზნებს

コメント


bottom of page