top of page

ორგანიზაციული მიზნების დასახვის OKR Framework

დამეთანხმები, რომ ყველა ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოკლე ან გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ამ მიზნების გარშემო ყველა თანამშომლის გაერთიანება.


ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში ალბათ გსმენია სხვადასხვა ტერმინი, როგორიც არის: Target, KPI, Objective, მიზანი, OKR და სხვა. არც ის იქნება სურპრიზი, თუ გეტყვი, რომ ყველა ამ მიზანს, რომელსაც ხშირად ერთ კონტექსში გამოიყენებენ აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელოვა აქვს.


მოდი, სანამ უშუალოდ OKR Framework- ზე მოგიყვები, ჯერ შევთანხმდეთ ძირითად ტერმინებზე.

  • მიზანი: უმეტესწილად არის გრძელვადიანი მიმართულება იმის შესახებ, თუ სად უნდა მივიდეს ორგანიზაცია, ან რას უნდა მიაღწიოს.

  • Objective: Objective თითქმის იგივეა, რაც მიზანი, თუმცა Objective მეწტილად მოკლევადიან, კვარტლის ჰორიზონტის მიზნებზეა ფოკუსირებული. Objective-ში იგულისხმება უფრო კონკრეტული და ქმედითი აქტივობები.

  • Target: Target არის წარმადობის ნიშნული, რომელსაც ორგანიზაციამ უნდა მიაღწოს წლის, კვარტლის ჭრლში. მაგალითად, გაყიდვების გუნდის კვარტლის Target შეიძლება იყოს 1000-დან 1500 პროდუქტამდე გაყიდვა. შესაბამისად, თუ გუნდმა გაყიდა 1000 პროდუქტზე ნაკლები, ე.ი შედეგი Target-ს ქვემოთ არის, ხოლო თუ 1500-ზე მეთი, Target-ს ზემოთ.

  • KPI: KPI (Key Performance Indicator) საჭიროა მიზნებისა და Objective-ების შესრულების მონიტორინგისთვის. KPI გამოიყენება, როგორც გუნდების, ასევე ინდივიდების წარმადობის გასაზომად. მაგალითად, თუ გაყიდვების გუნდის KPI არის კვარტლის ჭრილში 1000 პროდუქტის გაყიდვა, შესაბამისად 1000 პროდუქტზე ნაკლების გაყიდვა ნიშნავს გუნდის დაბალ ეფექტიანობას.

ეს რაც შეეხებოდე ტერმინებზე შეთანხმებას. ახლა გადავიდეთ უშუალოდ OKR Framework-ზე.



რა არის OKRs (Objective and Key Results)

OKR არის მიზნების დასახვის ფრეიმვორკი, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება განვითარების (პროდუქტის, სერვისის, ოპერაციების) სტრატეგიის განხორციელებისთვის დასახოს მიზნები და ფოკუსირდეს შედეგების მიღწევაზე. ფრეიმვორკის საშუალებით კი ხდება ორგანიზაციული და გუნდური მიზნები მიზნების სინქრონიზაცია და თანხვედრა.

OKR შედგება მიზნისგან (Objective), რომელიც პასუხობს კითხვაზე: "რისი მიღწევა სურს ორგანიზაციას" და ძირითადი შედეგებისგან (Key Results), რომელიც ასახავს პროგრესს მიზნის მიღწევისკენ. სასურველია, რომ OKR-ში განსაზღვრული Obective-ების ჰორიზონტი იყოს ერთი კვარტალი. გაითვალისწინე, რომ. თითოეული Objective-ის ქვეშ მოცემული Key Result- ები არ უნდა აღემატებოდეს 3-5.


რა შემთხვევაში უნდა დანერგოს ორგანიზაციამ OKR Framework

  • ორგანიზაციული სტრატეგიის კომუნიკაციის ნაკლებობა: ხშირად ორგანიზაციებში არ ხდება ორგანიზაციის სტრატეგიისა და მიზნების სინქრონიზაცია დეპარტამენტებისა და სხვადასხვა გუნდების მიერ შესრულებელ საქმიანობებთან, რასაც უმეტესად არაფექტურ შედეგებამდე მივყავართ.

  • მიზნების სიცხადისა და მიმართულების ნაკლებობა: ხშირად ორგანიზაციაში თანამშრომლებს ცხადად არ ესმით მიზნები, რომლის მიღწევასაც ცდილობენ და მათ კარგად არ აქვთ გააზრებული მიზნის მისაღწევად გასაკეთებელი კონკრეტული ნაბიჯები;

  • სტრატეგიული მიზნის მიღწევაზე ფოკუსირების ნაკლებობა: ხშირა შემთხვევა, როდესაც დინამიურ გარემოში ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად იკარგება მთავარი მიზანი: შევქმნათ რაიმე ღირებული, რაც თანხვედრაში იქნება ორგანიზაციის მთავარ მიზანთან.

  • შედეგებზე ფოკუსის ნაკლებობა: გუნდები ძირითადად ფოკუსირებულები არიან ბექლოგზე და არა კონკრეტული მიზნების, შედეგების მიღწევაზე და მათ ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებზე.


OKR Framework-ის ჩამოყალიბების სტრუქტურა

OKR-ების ჩამოყალიბების სტრუქტურა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან.


პირველი ეტაპი:

ორგანიზაციის მენეჯმენტი განსაზღვრავს ორგანიზაციის დონის Objective-ებს.

ორგანიზაციის დონის Objective-ების განსაზღვრის შემდეგ "ზემოდან ქვემოთ" პრინციპით ხდება აღნიშნული Objective-ების კომუნიცირება სხვადასხვა ფუნქციებთან და დეპარტამენტებთან.


ამის შემდგომ თითოეული ფუნქცია ან დეპარტამენტი "ქვემოდან ზემოთ" პრინციპით აგენერირებენ თავიანთი მიმართულებით რა კონკრეტული OKR-ების შესრულებას აპირებენ, რათა უპასუხონ ორგანიზაციულ Objective-ებს.


მეორე ეტაპი:

თითოეული Objective-ის ქვეშ უნდა გაინსაზღვროვს კონკრეტული, გაზომვადი Key Result. Key result-ები გეხმარება განსაზღვრო რა ქმედებების განხორციელებას აპირებ აღნიშნული Objective-ის შესასრულებად და როგორ გაზომავ Ovjective-ის შესრულების მდგომარეობას.

გაზომვადი Key Result-ები დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • გავზარდოთ ___ X დან Y-მდე

  • შევამციროთ___ X%-ით

  • გავაუმჯობესოთ___X%

მესამე ეტაპი:

კონკრეტული Key Result-ებისთვის (ფუნქციის, დეპარტამენტის, გუნდის ჭრილში) უნდა განისაზღვროს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, User Story, Task ის დონის.


შედეგად იღებ სტრუქტურას, სადაც გამჭირვალედ ჩანს რა გავლენა აქვს კონკრეტული ამოცანის შესრულებას ორგანიზაციის სტრატეგიაზე. აღნიშნული სტრუქტურა გავლენას ახდენს თანამშრომლების მოტივაციაზე, კოლექტიური პასუხისმგებლობის წახალისებასა და ორგანიზაციის მიზნების გამჭირვალობაზე.

Comentarios


bottom of page