top of page

Product Owner უნდა ესწრებოდეს Daily Scrum-ს?

ამ სტატიაში მოგიყვები, უნდა ესწრებოდეს თუ არა Product Owner ყოველდღიურ Daily Scrum ცერემონიას.



მოდი, ჯერ გაგახსენებ Daily Scrum-ის დანიშნულებას და მონაწილეებს Scrum Guide-ის შესაბამისად.


Scrum Guide-ის მიხედვით Daily Scrum-ის მიზანი არის სპრინტის მიზნის შესრულების პროგრესის ინსპექტირება, საჭიროებისამებრ სპრინტის ბექლოგსა და დაგეგმილ სამუშაოებში ცვლილებების შეტანა. ასევე Guide-ში მოცემულია, რომ Daily Scrum-ის ხანგრძლივობა არის 15 წუთი და შეხვედრის ე.წ. Owner არიან დეველოპერები (როლი). გამოდის, რომ Scrum Master და Product Owner დასწრება აღნიშნულ ცერემონიაზე არ არის სავალდებულო.


თუმცა მე მაინც, რეკომენდაციას ვუწევ, Product Owner-ის Daily Scrum-ზე დასწრებას. ცერემონიაზე დასწრება ურთიერთსასარგებლოა, როგორც დეველოპერებისთვის ასევე Product Owner-ისთვის რადგან:

  • რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას სპრინტის პროგრეთან დაკავშირებით

  • შეეძლება გუნდს უპასუხოს სხვადასხვა კითხვაზე

  • გუნდს დაეხმაროს სპრინტის ბექლოგის რეპრიორიტეტიზაციაში

  • მიიღებს ინფორმაციას ნებისმიერი რისკის ან ბლოკერის შესახებ

  • და ა.შ.

თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა როლს ზუსტად ესმოდეს Daily Scrum ცერემონიის მიზანი და წესები.

Scrum Master-მა არ უნდა დაუშვას, რომ ცერემონია გადაიზარდოს სტატუსის მოთხოვნის, ტექნიკური დეტალების განხილვისა და გადაწყვეტილებების ძიების შეხვედრად.

© 2023 by AgileSchool

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
bottom of page