top of page

Product Owner-ების ტიპები Agile-ში

ამ სტატიაში მოგიყვები Product Owner-ების ტიპებზე Agile გამოში. ვისაუბრებ PO-ს პრეფერენციებზე ბიზნესსა და ტექნოლოგიებს შორის და ჩამოვაყალიბებ ჩემი აზრით PO-ს ყველაზე ოპტიმალურ მოდელს.

ვეცადე ქვემოთ მოცემული ძალიან საინტერესო ცხრილის მიხედვით ჩამომეყალიბებინა Product Owner-ის ტიპები.




Scribe Product Owner

Scripe PO მეტწილად ტექნოლოგიისკენ გადახრილი კატეგორიაა, რომელიც ჩართულია Development team-ის ყოველდღიურობაში, ცდილობს მათზე გადაანაწილოს ამოცანები, ჩაერთოს Solution-ების მოფიქრებასა და სხვა ტექნოლოგიურ საკითხებში.



ასეთი კატეგორიის Product Owner-ებში არის პროდუქტის ხედვის, გადაწყვეტილებების მიღების, ბიუჯეტირების, Stakeholder-ებთან კომუნიკაციისა და სხვა ბიზნეს აქტივობების ცოდნის ნაკლებობა. აღნიშნული მნიშვნელოვნად აისახება PO-ეფექტიანობაზე და ხშირად ხდება გუნდისთვის bottleneck.

 

Proxy Product Owner

ტექნოლოგიურ პროდუქტებში Proxy PO, როგორც წესი წამოსულია Development Team-და და ხშირად არის ყოფილი (უარეს შემთხვევაში მოქმედი) ბიზნეს ანალიტიკოსი.



ბუნებრივია Scripe PO-სთან შედარებით Proxy PO-ს შედარებით მეტი ბიზნეს უნარები აქვს. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, იგი მაინც გადახრილია ტექნოლოგიის მხარეს. შესაბამისად ცდილობს გავლენა იქონიოს Development Team-ზე, ჩაერიოს მათ გადაწყვეტილებებში, შეფასებებში და ა.შ.


ისევე, როგორც Scripe PO-ს, ასევე Proxy PO-ს შემთხვევაში მათი ხედვა, პროდუქტის პრიორიტეტები ნაკარნახევია მესამე მხრის მიერ (მაგალითად Stakeholder-ების მიერ).


Proxy PO-ს შემთხვევაშიც გვაქვს პროდუქტის ხედვის, გადაწყვეტილების მიღებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემები, მაგრამ იმაზე უფრო ნაკლები ვიდრე Scripe PO-ს შემთხვევაში.

 

Business representative Product Owner

Business representative PO არის ბიზნესის მხარიდა


ნ წამოსული PO, რომელსაც წინამორბედი PO-ებისგან განსხვავებით გამოირჩევა ბიზნეს უნარებით, პროდუქტის ხედვითა და ცოდნით. თუმცა მისი Background-იდან გამომდინარე გარკვეულწილად პრობლემები ექმნება development team-თან კომუნიკაციაში, სადაც არ ესმის ტექნოლოგიური ბლოკერის, გადაწყვეტის საჭიროება, მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა.


ამ როლის შემთხვევაშიც (იმდენა არა, მაგრამ მაინც) პროდუქტის ხედვა, პროდუქტის პრიორიტეტები ნაკარნახევია მესამე მხრის მიერ (მაგალითად Stakeholder-ების მიერ).

 

Sponsor Product Owner

Sponsor PO არის ცალსახად ბიზნესის მხარეს გადახრილი PO, რომელიც როგორც წესი ნაკლებად არის ჩართული Scrum გუნდის საქმიანობაში.


Sponsor PO-ს პროდუქტის ხედვები, პრიორიტეტები არ არის ნაკარნახევი მესამე მხრის მიერ. გაძლიერებულია Product Owner-ის ბიზნესის ნაწილი, თუმცა მკვეთრად არის შემცირებული ტექნოლოგიური ხედვები.


ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს გუნდში შეფერხებებთან, PO-ს გუნდთან ხელმისაწვდომობასთან და გუნდის დაბნეულობასთან, როდესაც გუნდის უჭირს PO-ს აუხსნას Backlog-ში შესატანი ტექნიკური ამოცანის მნიშვნელობა ან/და სხვა ასეთი კატეგორიის საკითხები.

 

Entrepreneur Product Owner

Entrepreneur PO უმეტესად არის PO, რომელიც ხარჯავს საკუთარ ბიუჯეტს პროდუქტის შექმნის პროცესში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას პროდუქტის მართვის ყველა გადაწყვეტილებაზე, როგორც ბიზნესის, ასევე ტექნოლოგიების ნაწილში.

ასევე Entrepreneur PO შეიძლება განვიხილოთ, როგორც აზროვნების მდგომარეობა და ასეთი ქეისი არის ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობა.


Entrepreneur PO, როგორც წესი თანაბრად არის ჩართული, როგორც ბიზნეს ასევე ტექნოლოგიების ნაწილში. გამომდნარე იქიდან, რომ ორივე მიმართ


ულებაში ერკვევა, მას აქვს მკაფიო ხედვა პროდუქტზე, პრიორიტეტებზე. აქტიურად არის ჩართული გუნდთან ერთად სამუშაო პროცესში, მაგრამ არ იღებს სტატუს აფდეითებს, გუნდისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია და ახერხებს რეპრიორიტეტიზაციას ბიზნეს ამოცანებსა და ტექნოლოგიურ ამოცანებს შორის.



© 2023 by AgileSchool

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
bottom of page