top of page

რა არის Agileschool.ge

Scrum, მსოფლიოში პროექტების მართვის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მიდგომაა. საქართველოში კი ახლა იკიდებს აქტიურად ფეხს.


სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ირჩევს Scrum-ს პროექტების მართვის მიდგომად. Scrum კი თავის მხრვ წარმოუდგენელია “ყოჩაღი” Scrum Master-ის გარეშე.


ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა, პლატფორმა — Agileschool.ge, რომელიც Scrum-ით და ზოგადად, პროექტების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, ახალი ცოდნების მიღებაში, Scrum Master-ის როლით კარიერის დაწყებასა და კარიერული უნარების Boost-ში.


მოდი რამდენიმე წინადადებით მოგიყვები ჩემ შესახებ



Agile Governance და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი Space International-ში, რომელშიც დასაქამებულია 300-ზე მეტი თანამშრომელი და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს უზბეკეთსა და საქართველოში.

Agile, Scrum, Kanban, Waterfall, XP მიდგომებით IT პროექტების მართვის 10 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება, Sturtup და Enterprise დონის ორგანიზაციებში.

Space International-ში, Agile Transformation-ის ხელმძღვანელის როლში ვქმნი და პასუხისმგებელი ვარ:

  • ორგანიზაციაზე მორგებული პრაქტიკული სტრუქტურებისა და შესაბამისი როლების, გუნდების შექმნასა და ეფექტურად მუშაობაზე (Holocracy, Spotify Model, Unix Model)

  • კომპანიის საოპერაციო საქმიანობისთვის საჭირო Agile პროცესების შექმნასა და დანერგვაზე.

  • მიზნის დასახვის OKR Framework-ის დანერგვასა და მუდმივ ოპტიმიზაციაზე

  • ორგანიზაციის მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადაყვანა და ეფექტურად მუშაობა

  • 300 ზე მეტი თანაშმრომლისა და 20 ზე მეტი გუნდში Jira Task Management-ინსტრუმენტის დანერგვა

  • კომპანიაში ყველა Scrum და Kanban გუნდისთვის შესაბამისი პროცესების, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა, მართვა და განვითარება

30 -ზე მეტი წარმატებული IT პროექტი. საჯარო, საბანკო, Fintech, Edutech, ავტოინდუსტრიის, საკონსულტაციო მიმართულებით.

15-ზე მეტი Scrum გუნდის “Up & Run” გამოცდილება, როგორც Scrum Master.

სერტიფიცირებები:

  • Professional Scrum Master (PSM I, PSM II)

  • Scaled Professional Scrum (Nexus)

  • Professional Scrum with Kanban (PSK)

  • PMI-ACP

  • Professional Agile Leadership (PAL)

  • ITIL V3 Foundation

  • Innovation Management

  • Jira Administration


რა ხდება Agileschool.ge-ზე

პლატფორმაზე იპოვნი 4 მნიშვნელოვან კატეგორიას.


Agile, Scrum, პროექტების მართვის მიმართულებით ბევრი პრაქტიკული რჩევა და თანამედროვე ტრენდები


პრაქტიკულ რჩევები მათთვის, ვინც ახლა იწყებს ან ფიქრობს Scrum Master-ის როლში მუშაობას


მითების დამსხვრევას, რომელიც წიგნებში წერია და ქართულ რეალობაში ვერ მუშაობს


პრაქტიკულ რჩევებს მოქმედი სქრამ მასტერებისთვის


Scrum-ზე რამდენიმე ასეული წიგნია დაწერილი.

მნიშვნელოვანია წაიკითხო წარმატებული და პრაქტიკოსი ავტორების წიგნები, ნაცვლად მშრალი თეორიისა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში სრულიად უსარგებლო იქნება.


www.Agileschool.ge-ზე იპოვნი პრაქტიკაში გამოცდილ წიგნების დიდი ბიბლიოთეკას, რომელიც დაგეხმარება პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაში, ან უბრალოდ Scrum მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.



კი, უამრავი ტრეინინგია Scrum-ზე და უამრავი მოქმედი Scrum Master კითხულობს ლექციებს. ჩემი ტრეინინგების კონკურენტულ უპირატესობას იპოვნი ამ სტატიაში, სადაც ჩემი გამოცდილების შესახებ ვსაუბრობ


სასწავლო კურსში "როგორ გავხდე პროფესიონალი Scrum Master" გავლილი ყველა საკითხზე მაქვს როგორც წარუმატებელი ასევე წარმატებით დანერგვის გამოცდილება.

ზუსტად გეტყვი, სად არის ნაღმები თეორიაში და გასწავლი, როგორ არ “აფეთქდე” პრაქტიკაში.

კურსის დასრულების შემდეგ, გარანტიას გაძლევ, რომ დამოუკიდებლად შეძლებ გუნდის მართვას, როგორც Scrum Master.


ხშირად Scrum-ის რეალურ ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების მოგვარების გზებს წიგნებში ვერ ამოიკითხავ. უმეტესწილად პრობლემის მოგვარების გზა არის თეორიული ცოდნა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

სწორედ ამიტომ დამწყები და მოქმედი Scrum Master-ებისთვის, Agile Coach-ებისა და Project Manager- ებისათვის Agile.School.ge- ზე შევქმენი საკონსულტაციო P2P პლატფორმა, სადაც ვიდეო ზარის საშუალებით ვეცდები დაგეხმარო შენი პრობლემების პრაქტიკულ მოგვარებაში.

საკონსულტაციო მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ორგანიზაციებისათვის, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ Agile, Scrum, Kanban ორგანიზაციისა და გუნდების დონეზე, ასევე დაბუსტონ Scrum Master- ების კომპეტენცია.



Comments


bottom of page