top of page

როგორ გავხდე professional Scrum Master

თუ გეგმავ Scrum Master-ის როლში გადასვლას, ან ამ როლით აპირებ კარიერის დაწყებას, მაშინ ეს სტატია შენთვისაა.


რა არის Scrum Master?

Scrum Master არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე პროექტების Scrum Framework-ით მართვაში.

Scrum Master პასუხისმგებელია:

  • გუნდის ყოველდღიურ სინქრონიზაციაზე

  • კვარტლური მიზნების დაგეგმვაზე

  • სპრინტის დაგეგმვის ცერემონიებზე

  • გუნდური ურთიერთქმედების გაუმჯობესებაზე

  • პროდუქტიულობისა და ეფექტურობის მაქსიმალურ გაზრდაზე

  • მიზნის მიღწევის პროცესში გუნდისთვის ნებისმიერი შეფერხებების აღმოფხვრაზე

გარდა ამისა, Scrum Master მუშაობს ორგანიზაციის დონეზეც. ეხმარება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას გაიაზროს Agile ღირებულებები, შექმნას ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული Agile მიდგომები, რათა შედეგად, ორგანიზაცია გახდეს მეტად ეფექტური.


რა ეტაპები უნდა გაიარო?



ეტაპი 1: დაიწყე ბაზისებით და ნელ-ნელა ჩადი სიღრმეებში

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე გაიაზრო თეორიული ცოდნის მნიშვნელობა. თეორია დაგეხმარება პრაქტიკულ სიტუაციებში მარტივი გამოსავლის პოვნაში.

გიზიარებ რამდენიმე კარგ, პაქტიკაში გამოცდილ რესურსს, რომლითაც გირჩევ დაიწყო:

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი სტატიას


ეტაპი 2: იზრუნე Networking-ზე

გაითვალისწინე, რომ Scrum Master-ის როლში ყოფნისას Networking კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

  • განავითარე შენი Linkedin;

  • დაიქონექტე ამ ინდუსტრიის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. დააკვირდი რას პოსტავენ, რა ბმულებსა და რესურსებს აზიარებენ. ისწავლე მათგან.

  • გაერთიანდი სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში. დასვი კითხვები, გაეცანი პოსტებს და შენც იყავი აქტიური.

  • გააგზავნე CV-ები ამ ინდუსტრიის ვაკანსიებზე და ნუ შეგეშინდება, რომ შესაბამისი ცოდნა არ გაქვს. ამით გახდები ცნობადი, მიიღებ ინფორმაციას ბაზრის საჭიროებების შესახებ

  • დაესწარი სხვადასხვა ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.



არ იფიქრო, რომ სერტიფიკატის აღებით გახდები “საოცარი” Scrum Master და შენი ექსპერტიზა გაიზრდება — არა!

სერტიფიკატის აღებას აქვს სამი ბენეფიტი:

  1. გაიზრდება შენი თვითშეფასება

  2. სერტიფიკატისთვის მომზადების პროცესში გაზრდი თეორიულ ცოდნას

  3. Linkedin-ზე რეკრუტერებისთვის უფრო საინტერესო გახდება შენი პროფილი

გირჩევ სერფიცირება დაიწყო — Professional Scrum Master™ I (PSM I) - Scrum.org

  • გამოცდაზე გასვლის ღირებულება: $150 USD

  • გამსვლელი ქულა: 85%

  • გამოცდის დრო: 60 წუთი

  • კითხვების რაოდენობა: 80



თრეინინგის მიზანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად მიწოდებაა, ასევე Networking-ის გაზრდა და ლექტორისგან სილაბუსს გარეთ ცოდნის მიღება.


ტრეინინგის გავლისას საუკეთესო პრაქტიკა საბაზისო ცოდნის ქონაა. თუმცა საუკეთესო შედეგების მიღწევა 0 დაწყებითაც არის შესაძლებელი.





Comentários


bottom of page