top of page

Scrum-ის ბნელი მხარე - მომხმარებლის უკუკავშირის მნიშვნელობა



მოდი გულახდილად ვთქვათ, Stakeholder-ებმა და მომხმარებლებმა ზუსტად, რომ იცოდნენ სინამდვილეში რა ჭირდებათ ან/და უნდათ, მაშინ ძველი კარგი Waterfall-იც იდეალურად იმუშავებდა.

კითხვაზე “რატომ იყენებ Scrum-ს?” — დიდი ალბათობით მიიღებ შაბლონურ პასუხს, რომ Scrum-ის გამოყენებით იღებ უწყვეტ და დროულ უკუკავშირს Stakeholder-ებისა და მომხმარებლებისგან. მაგარია, უკუკავშირი პროდუქტის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.



ხშირად, როდესაც მომხმარებლები ნახულობენ უკვე დასრულებულ და “მუშა”Solution-ს, წარმოდგენა მათი მოთხოვნების მიმართ იცვლება.


ძალიან ბევრი წარმატებული პროდუქტი და სერვისი შექიმნა მომხმარებელთან მცირედი ან საერთოდ ნულოვანი უკუკავშირით.


მოგიყვები Gillette-ის მაგალითს. 1904 წელს Gillette-მა გააკეთა და დააპატენტა პირველი საპარსი ახალი დანებით. იმ დროისთვის Gillette-მა მამაკაცებს მისცა საშუალება გაეპარსათ წვერი სახლიდან გაუსვლელად.

“ჩვენ მაშინ შევწყვეტთ საპარსის გამოშვებას, როდესაც ვეღარ შევძლებთ მათ გაუმჯობესებას ” — King Gillette

პირველ წელს Gillette-მა გაყიდა მხოლოდ 51 საპარსი მოწყობილობა და 168 დანის პირი. რა თქმა უნდა იმ დროს ეს გამოგონება ყოვლად უიმედოდ გამოიყურებოდა.


ახლა წარმოიდგინე Gillette-ს, რომ მიეღო მომხმარებლის უკუკავშირი და შეეწყვიტა საპარსების წარმოება, დღეს წვერის გასაპარსად ყველას მოგვიწევდა ბარბერშოპებში სიარული.


რეალურად არის, თუ არა მომხმარებელთა უკუკავშირი მნიშვნელოვანი ტრიგერი ინოვაციებისთვის? მოდი განვიხილოთ ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი პროდუქტი/სერვისი, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ მომხმარებელთა უკუკავშირის შედეგად არ არის შექმნილი.


დიდი ინოვაციები მოვიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ “შეპყრობილები” და სწამდათ საკუთარი იდეების.


განვიხილოთ: iPhone მაგალითი


iPhone აშშ-ს ბაზარზე გამოჩნდა 2007 წლის ივნისში და მისი ფასი იყო 499$.

ეს ფასი არ გულისხმობდა ე.წ “Unlocked” მოწყობილობებს. ამისათვის Apple-მა გააფორმა AT&T-სთან ორწლიანი კონტრაქტი.


გაიხსენე რა ხდებოდა 2007 წელს მობილური ტელეფონების ბაზარზე.

იმ დროისთვის მეფობდა Blackberry და მომხმარებლებს ძალიან მოსწონდათ ფიზიკური QWERTY კლავიატურა. განსაკუთრებით ეს იმ ადამიანებს უმარტივებდა ცხოვრებას, ვისაც მობილური ტელეფონის საშუალებით ელექტონული ფოსტის გამოყენება უწევდათ.


ახლა მოდი წარმოიდგინე, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორ შეეძლო იმდროინდელ ამერიკელ მომხმარებლებს დაეტრიგერეინა ეფლისთვის სენსორული კლავიატურის შეთავაზება.

”შანსი არ არის, რომ iPhone რაიმე მნიშვნელოვან წილს მიიღებს მობილური ტელეფონების ბაზარზე. შანსი არაა, ”- ამბობდა 2007 წელს სტივ ბალმერი

Comments


bottom of page