top of page

3 უნარი, რომელიც წარმატებულ Scrum Master-ს უნდა ქონდეს

ამ სტატიაში მოგიყვები წარმატებული Scrum Master-ის 3 ძირითადი უნარის შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს ყოველდღიურად, რათა გუნდს დაეხმაროს იყოს ეფექტურები.




უნარი 1 - პროაქტიულობა

Scrum Master-ის მიზანია დაეხმაროს გუნდს ეფექტურობასა და სპრინტის მიზნის მიღწევის პროცესში შეფერხებების აღმოფხვრაში. ქვემოთ მოცემულია 3 ძირითადი მაგალითი, როგორ შეუძლია Scrum Master-ს იყოს პროაქტიული.


Daily Stand-Up

ყოველდღიურად Scrum გუნდს აქვს სინქრონიზაციის შეხვედრა, რომელიც როგორც წესი გრძელდება 15 წუთი და თითოეული გუნდის წევრი პასუხობს 3 კითხვაზე:

  • რა გავაკეთე გუშინ

  • რას ვაპირებ დღეს

  • რაიმე ბლოკერი ხომ არ არსებობს სპრინტის მიზნის მიღწევის პროცესში.

აღნიშნული ინფრომაცია Scrum Master-ისათვის საკმარისია, რომ ჩაინიშნოს გუნდის ყველა პოტენციური პრობლემა და იმოქმედოს პროაქტიულად.


გადახედე მეტრიკებს ყოველდღიურად

საზომი ინსტრუმენტების მონიტორინგი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რათა სპრინტის პროგრესისი ყველა პოტენციური რისკის შესახებ Scrum Master-ს ქონდეს დროული ინფორმაცია. ასეთი ერთი-ერთი ფართოდ გავრცელებული საზომი არის burndown chart.

 

უნარი 2 - დაიწყე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საქმეებით

Scrum Master-ის ყოველდღიურობა როგორც წესი შედგება გუნდის პრობლემების მოგვარებით, გუნდის ქოუჩინგით, Product Owner-თან მუშობით და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი ყოველდღიური რუტნები გქონდეს დალაგებული პრიორიტეტების მიხედვით და დღე დაიწყო პირველ რიგში მნიშვნელოვანი (ზოგჯერ ნაკლებად საინტერესო და Cool).

 

უნარი 3 - გქონდეს Win-Win აზროვნება

Scrum Master-ის ამა თუ იმ გუნდში მუშაობა დაკავშირებულია სხვადასხვა როლებთან მჭიდრო კომუნიკაციით ან/და ამ როლებს შორის საკითხების ფასილიტაციით.


ასეთ შემთხვევაში ხშირია კონფლიქტები, მისკომუნიკაცია და გაუგებრობა, რომლის აღმოფხვრაზეც რა თქმა უნდა ზრუნავს Scrum Master. შესაბამისად, Scrum Master-ისთვის და ზოგადად ყველა მხრისთვის საუკეთესო შედეგი არის Win Win მდგომარეობა.

 



Related Posts

See All

ტექნოლოგიებში გარკვეული Scrum Master

ამ სტატიაში მოგიყვები იმ ტექნიკური უნარების შესახებ, რომელიც უნდა ქონდეს Scrum Master-ს, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს. მოდი...

© 2023 by AgileSchool

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
bottom of page