სერტიფიცირება Scrum Master -ისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. ამ სტატიაში მოგიყვები 5 ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკალურად საჭირო სერტიფიკატის შესახებ, რომელიც დაგეხმარება ცოდნის, დასაქმების ბაზარზე პოზიციონირებისა და თვითშეფასების გაუმჯობესებაში
The Professional Scrum Master (PSM I)
PSM I სერტიფიცირება არის Scrum.org-ის პირველი (საფუძვლების) დონის სერტიფიკატი.
PSM I-ის ქონა ნიშნავს, რომ შენ გაქვს Scrum-ის თეორიული ცოდნა, გააზრებული გაქვს Scrum Framework, მისი როლები, არტეფაქტები, ცერემონიები.
ამ სერტიფიკატის აღება რეალურად არ საჭიროებს არანაირ პრაქტიკულ გამოცდინებას, მისი აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც შესაბამის ლიტერატურას გაეცნობა. სწორედ ამიტომ ეს სერტიფიკაცი არის Must have ყველა დამწყები, თუ მოქმედი Scrum Master-ისთვის.
გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:
გამოცდის ღირებულება: 150$
გამსვლელი ქულა: 85%
გამოცდის დრო: 60 წუთი
კითხვების რაოდენობა: 80
Professional Scrum Master II (PSM II)
PSM II სერტიფიცირება არის Scrum.org-ის მეორე დონის სერტიფიკატი.
PSM II-ის სერტიფიკატის ქონა ადასტურებს შენს სიღრმისეულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, რთული სიტუაციური ქეისების გადაჭრისა და სქრამ გუნდებთან მაღალ დონეზე მუშაობის უნარს.
ამ სერტიფიკატის აღება PSM I- თან შედარებით მეტი თეორიისა და პრაქტიკული გამოცდილების ქონას. ამიტომ ამ სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია მოქმედი სქრამ მასტერებისთვის.
გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:
გამოცდის ღირებულება: 250$
გამსვლელი ქულა: 85%
გამოცდის დრო: 90 წუთი
კითხვების რაოდენობა: 30
Professional Scrum with Kanban (PSK)
PSK სერტიფიცირება არის Scrum.org-ის ერთ-ერთი საინტერესო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს შენ თეორიულ ცოდნას Scrum გუნდებში Kanban-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ეს სერტიფიკატი ადასტურებს თეორიულ ცოდნას ზოგადად, Kanban-ის თეორიულ ცოდნასთან დაკავშირებით.
ამ სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია მოქმედი Scrum Master-ებისთვის, რადგან Scrum-ის თეორიული ბაზისების ცოდნის გარეშე რთულია სრულად გაიაზრო PSK-ში მოცემული საკითხები.
გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:
გამოცდის ღირებულება: 200$
გამსვლელი ქულა: 85%
გამოცდის დრო: 60 წუთი
კითხვების რაოდენობა: 45
Professional Agile Leadership (PAL)
PAL სერტიფიცირება ადასტურებს, რომ შენ ხარ Servant Leader, რომელსაც გააზრებული აქვს რა ღირებულება მოაქვს Agile-ს ბიზნესისთვის და როგორ უნდა გამოიყენოს ის საოპერაციო საქმიანობაში.
ასევე სერთიფიკატი ადასტურებს, რომ გააზრებული გაქვს, რატომ და როგორ უნდა უჭერდეს ორგანიზაციის ლიდერშიფი მხარს Agile გუნდებს, რათა მათ მიაღწიონ ეფექტიანობის მაღალ შედეგებს.
ამ სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია მოქმედი Scrum Master-ებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება ან უწევთ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დონეზე იმუშავონ Agile-ისა და Scrum-ის ნაწილში.
გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:
გამოცდის ღირებულება: 200$
გამსვლელი ქულა: 85%
გამოცდის დრო: 60 წუთი
კითხვების რაოდენობა: 36
PMI Agile Certified Practitioner (PMI-ACP)
PMI-ACP სერტიფიცირება ადასტურებს, რომ შენ გაქვს სიღრმისეული ცოდნა Agile, Scrum Kanban, XP, Lean, TDD (test driven development)-ში.
ამ სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია მოქმედი მინიმუმ Middle დონის Scrum Master-ებისათვის.
გიზიარებ ამ სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციას:
გამოცდის ღირებულება: 495$
გამსვლელი ქულა: 70%
გამოცდის დრო: 3 საათი
კითხვების რაოდენობა: 120
რა თქმა უნდა, აღნიშნული 5 სერტიფიკატის გარდა კიდევ არის სერტიფიკატები, რომლის ქონაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პოსტით მხოლოდ დამწყები სქრამ მასტერისთვის საინტერესო სერტიფიკატები განვიხილოთ.
მოდი კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ სერთიფიცირება არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში აუცილებლად იქნები Super Scrum Master - არა. აქ ტოლობის ნიშანი არ უნდა დასვა.
მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ სერთიფიცირებული არ უნდა გახდე.
სერტიფიცირება მნიშვნელოვანია და მოგიტანს 3 ძირითად ბენეფიტს:
გაიღრმავებ თეორიულ ცოდნას, მომზადების პროცესში წაკითხული ლიტერატურით
გაიზრდი თვითშეფასებას და მოტივაციას
გახდები საინტერესო რეკრუტერებისთვის
ამიტომ აუცილებლად უნდა ჩადო დრო, ენერგია და თანხა.
გირჩევ გააკეთო სერტიფიცირების გეგმა:
ჩამოწერე შენთვის სასურველი სერტიფიკატები
გაწერე ისინი ვადაში
გაუწერე რესურსები, რითაც დაიწყებ მუშაობას
კალენდარში დაჯავშნე სპეციალურად გამოყოფილი დრო და დაიწყე მუშაობა.
ჩემი კურსის "როგორ გავხდე საუკეთესო Scrum Master"-ის სილაბუსი, თრეინინგის პროცესი და მიზანი ემსახურება იმას, რომ კურსის დასრულების შემდეგ, შენ შეძლებ გახდე სერტიფიცირებული PSM I დონის Scrum Master.
Comments