ამ სტატიაში მოგიყვები ჩემი გამოცდილების შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს Scrum master-ის პირველი ნაბიჯები ახალ გუნდში.
ერთ დღეს გადაწყვიტე, რომ გინდა გახდე Scrum Master. ამ მიზნის მიღწევისთვის ალბათ ბევრ ვიდეოს უყურე, წაიკითხე წიგნები, სტატიები, თრეინინგებსაც დაეწსარი და აი, პირველი დღეა, როდესაც რამდენიმე წარმატებული გასაუბრების შემდეგ, დაიწყე Scrum Master-ის როლში მუშაობა.
თავში უამრავი კითხვის ნიშანი გაქვს:
როგორ უნდა წარმოაჩინო შენი თავი, რომ გუნდისთვის სასარგებლო იყო?
როგორ უნდა გახდე გუნდის "ნამდვილი" წევრი, რომ მათი ნდობა მოიპოვო?
როგორი ცვლილებები უნდა შეიტანო გუნდის პროცესებში, რომ რეალური ღირებულება მოუტანო გუნდს?
როგორ უნდა დააიდენტიფიცირო, რეალურად სად არის ცვლილების საჭიროება?
როგორ უნდა დაიწყო გუნდთან მუშაობა? პირდაპირ ცვლილებებით იწყებ?
რა გავლენას ახდენს ორგანიზაცია ან ტექნოლოგია შენი გუნდის სამუშაო პროცესზე?
და ა.შ
კარგი ამბავი - მარტო არ ხარ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველა წარმატებულ Scrum Master-ს მოუწია.
მოქმედება დაიწყე კატეგორიების ჩამოყალიბებით. კატეგორია უნდა მოიცავდეს იმ ნაწილებს, რაშიც გჭირდება კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მოძიება ან საკითხების დაზუსტება. მაგალითად:
ორგანიზაცია
პროდუქტი
გუნდი
ტექნოლოგია, პროცესები და ინსტრუმენტები
მას შემდეგ, რაც ჩამოაყალიბებ კატეგორიებს, თითოეული კატეგორიის ქვეშ ჩამოწერე შესაბამისი საკითხები.
ორგანიზაცია
გაიგე მეტი ორგანიზაციის მისიის, ხედვისა და სტრატეგიის შესახებ
გაიგე მეტი ორგანიზაციის ღირებულებების შესახებ, დააკვირდი რამდენად იცავს და მიყვება მათ ორგანიზაცია
გაიგე მეტი ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ, დეპარტამენტების, გუნდების, ფუნქციებისა და როლების შესახებ
გაიგე მეტი ორგანიზაციაში არსებული პროცესებისა და პროცედურების შესახებ, როგორ მუშაობს ისინი, რამდენად ეფექტური და შედეგიანია თანამშრომლებისათვის. რაც მთავარია გაანალიზე, რამდენად არის აღნიშნული პროცესები Agile-თან შესაბამისობაში
გაანალიზე, რამდენად უჭერს მხარს ორგანიზაცია Scrum-ის ღირებულებებს. განსაკუთრებით ტოპ მენეჯმენტი
გაანალიზე ორგანიზაციის მაშტაბის პრობლემები, რომელიც Scrum-ის საშუალებით შეიძლება გამოსწორდეს
ეცადე დაესწრო მაქსიმალურას ბევრ შეხვედრას, სადაც მიმდინარეობს ზემოთ მოცემულ საკითხებზე მსჯელობა
ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ შედი ორგანიზაციის Facebook, Linkedin, Instagram გვერდებზე, გაანალიზე კონტენტი, გაანალიზე კომენტარები.
პროდუქტი
პირველ რიგში შეხვდი შენი გუნდის Product owner-ს და გამოკითხე ინფორმაცია პროდუქტის, პროდუქტის სტრატეგიის, Roadmap-ის, მომხმარებლების, სტეიკჰოლდერების, მეტრიკებისა და Objective-ების შესახებ. შეხვედრ(ებ)ის შედეგად ეცადე გქონდეს პირადი გამოყენების ე.წ. Business model canvas.
არ დაგაბნიოს თეორიამ და თეორიტიკოსმა სფიქერებმა. გახსოვდეს, რომ დიახ, Scrum Master-ისთვის წარმატებული ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია იცნობდეს იმ პროდუქტს, რომელსაც მისი გუნდის აწარმოებს.
ეცადე შეხვედრე სხვა გუნდის Product owner-ებს და ზოგადად გაიგო, რა პროდუქტებზე მუშაობენ, რა ტიპის დამოკიდებლელები აქვთ შენ გუნდზე და ა.შ.
Product owner-თან ერთად გაიარე პროდუქტის ბექლოგი, გაანალიზე PBI (product backlog items)-ის ხარისხი, პრიორიტეტიზაცია, დეტალიზაცია, სქოუფი და ა.შ
გაიგე, როგორ ხდებოდა შენამდე product backlog refinmenet-ის პროცესი
გაიგე, როგორია გუნდის ახლადელი DoD (definition of done), DoR (definition of ready)
გუნდი
გაეცანი გუნდს. მოუყევი შენ გამოცდილების, შენი ინტერესებისა და ჰობების, შენი მოტივაციისა და ხედვების შესახებ. რაც მთავარია იყავი გულწრფელი.
აუცილებლად ეცადე გუნდთან ერთად იარო ლანჩზე, პარასკევს გუნთან ერთად იგულაო და რაც შეიძლება მეტი არფორმალური გარემო გამოიყენო.
პირველ ეტაპზე (1-2 სპრინტი) უბრალოდ გაყევი გუნდის ცერემონიებს, დააკვირდი პროცესს, ჩაინიშნე შენთვის საყურადღებო საკითხები და გააკეთე შენი პირადი სამოქმედო გეგმა.
გახსოვდეს, რომ Change agent-ობის (რასაც ზოგჯერ Scrum Master- ებს უწოდებენ) მთავარი სირთულე არის არსებული სიტუაციის გაანალიზება, ანუ "რატომ არის ეს ასე და არა სხვანაირად"
გაანალიზე არტეფაქტები, დააკვირდი მეტრიკებს (6 სპრინტი საკმარისია დიდი სურათის დანახვისთვის)
აუცლებლად გაანალიზე შენი გუნდის წევრების გვერდები სოციალურ ქსელებში, დააკვირდი რა არის მათი ინტერესის სფერი, ჰობი, აქტივობები და ა.შ.
ეცადე (თუ კრიტიკული სიტუაცია არ გაქვს გუნდში) არ დაიწყო 1-1 ტიპის შეხვედრებით, რომელიც არავის არ უყვარს. ეცადე არაფორმალურ გარემოში გაიგო რა აწუხებს გუნდის წევრებს ინდივიდუალურ დონეზე.
აუცილებლად კითხე გუნდის წევრებს ტექნოლოგიებისა და დამოკიდებულებების შესახებ. ყველა იმ პოტენციური შეფერხების შესახებ, რომელთან გამკლავება მალე შენც მოგიწევს
აცულებლად კითხე გუნდს, რამდენად ესმით იმ საქმის ღირებულება, რასაც აკეთებენ, რამდენაგ იღებენ პერიოდულ უკუკავშირს, რამდენად გრძნობენ Urgency-ის.
ნუ შექმნი გადამეტებულ მოლოდინებს - ეცადე, არ დაიწყო შენი თავის პოზიციონირება როგორც Super გმირი, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის.
ტექნოლოგია, პროცესები და ინსტრუმენტები
გაიგე მეტი როგორ არის ორგანიზებული Software development life cycle-ის პროცესი
გაიგე მეტი, როგორ მიმდინარეობს პროცესი idea to done-მდე
გაიგე მეტი CI/CD pipeline (continues integration / continues deployment)
გაიგე მეტი გუნდის ტექნიკური ვალების შესახებ
გაიგე მეტი გარემოების შესახებ (development, test, pre-production, production)
გაიგე მეტი პროგრამული არქიტექტურის შესახებ
გაერკვიე იმ Task Management სისტემაში, რასაც იყენებს გუნდი/ორგანიზაცია
კარგად გაერკვიე შიდა კოლაბორაციის ინსტრუმენტებში
ამ კატეგორიების იდენტიფირების შემდეგ, უნდა შეადგინო შენი პირადი სამოქმედო გეგმა და თანიმდევრულად დაიწყო პროცესების გამოსწორება Plan, Do, Check, Act (PDCA) პრინციპით
Comments