თუ ხარ დამწყები, ან მოქმედი სქრამ მასტერი, ალბათ გაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია Scrum Master-ის როლში ტექნოლოგიური Background-ის ქონა, ან ამ მიმართულებით ცოდნის განვითარება.
შენ უკვე იცი, რომ საქართველოში უმეტესად Scrum Master-ები დასაქმებულები არიან ტექნოლოგიურ კომპანიებში.
ტექნოლოგიურ Background-სა და ამ მიმართულებით ცოდნის განვითარებაში რა თქმა უნდა არ იგულისხმობა პროგრამირების ენების ცოდნა, პროგრამული არქიტექტურისა ან სხვა მსგავსი კომპეტენციების დეველოპერების დონეზე ცოდნა.
მოდი დავიწყოთ პასუხით და პასუხი არის: “დიახ”
რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებში გარკვევა
რეალურად Scrum Master-ის როლში გადასვლის უპირატესობა არის ის, რომ არ გჭირდება წინასწარ კონკრეტული დისციპლინების ცოდნა.
Scrum Master-ების ყოველდღიურობა დაკავშირებულია დეველოპერებთან კოლაბორაციასთან, შეხვედრების ფასილიტაციასთან, სამუშაოების დაგეგმვასთან, პრობლემების აღმოფხვრასთან და ა.შ.
თუმცა, მას შემდეგ, რაც დაიწყებ გუნდთან მუშაობას, გარდა Scrum-ის პროცესებისა და ღირებულებების თანმიმდევრულად მიყოლისა, გირჩევ, დაფიქრდე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითზე:
რა არის შენი Added Value გუნდსთვის;
როგორ გააკეთებ გუნდის ტექნოლოგიური შეფერხებების აღმოფხვრის ფასილიტაციას;
ვის უნდა მიმართო ან/და როგორ უნდა გააკეთო ტექნოლოგიური პრობლემის Mapping;
როგორ გაიაზრებ გუნდის ტექნოლოგიური პრობლემის ან ე.წ Tech. Debt-ის მაშტაბსა და მნიშვნელობას;
და ჯამში როგორ შეძლებ იყო გუნდისთვის Super ეფექტური Scrum Master
თანამედრივე Software Development-ში წარმატებული Scrum-ით მუშაობა წარმოუდგენელია:
Test Automation-ის გარეშე
DevOps-ის გამართულად მუშაობის გარეშე
Engineering Culture-ის გარეშე
ამიტომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერკვეოდე თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებში, რა გავლენას ახდენს, ან როგორ ინტეგრირდება Agile გარემოში.
შესაბამისად, პროცესების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფად მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეს დეველოპერების მიერ დასმული საკითხის შინაარსი, ის ტექნოლოგიები, რასაც გუნდი იყენებს, ტერმინები, ზოგადი მიდგომები და პრაქტიკები.
რა Added Value-ს მოუტან გუნდს, თუ იქნები ტექნოლოგიებში გარკვეული Scrum Master
ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება პირველ რიგში დაგეხმარება საკითხების დიდ სურათში დანახვაში.
შეძლებ გუნდს დაეხმარო დაგეგმვის ცერემონიებში, სწორი ფასილიტაციისა და სწორი კითხვების დასმით
შეძლებ Sprint Retrospective-ზე გაიაზრო დეველოპერების მიერ დასმული საკითხების რეალური მიზეზები
დეველოპერების თვალში მოიპოვებ ნდობასა და ავტორიტეტს. გარწმუნებ, ნდობა და ავტორიტეტი დაგეხმარება კიდევ უფრო წარმატებულად მართო გუნდის პროცესები
დეველოპერების გუნდი არ იქნება რეზისტენტული, რადგან რეალურად იცი და გრძნობ დეველოპერების საჭიროებებს. შესაბამისად, შენი ნებისმიერი იდეა ჩათვლილი იქნება, როგორც პოზიტიური ნაბიჯი ცვლილებისაკენ
გარკვეული პერიოდის შემდეგ მარტივად შეძლებ შეიცვალო როლი და გადახვიდე სხვა ტექნოლოგიურ როლებში (Delivery manager, engineering lead, Tech lead და ა.შ)
იმედია ეს სტატია დაგეხმარება და შენი განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მიდგომის ექსპერტობით.
Comments