Scrum Master-ის როლი დღითიდღე უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. შესაბამისად, ადამიანების დაინტერესებაც ამ როლში გადასვლაზე იზრდება. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაგიზიარებ ინფორმაციას საქართველოში Scrum Master-ის საშუალო ხელფასის შესახებ.
თავიდანვე ცუდი ამბით ვიწყებ, საქართველოში Scrum Master-ის საშუალო ხელფასზე ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს. უმეტესწილად, ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ორგანიზაცია Agile-ის თავისებურად აღიქვამს და შესაბამისად, ამ როლის მიმართ წარმოდგენებიც განსხვავებულია.
თუმცა, ვეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიარო Scrum Master-ის საშუალო ხელფასის შესახებ.
პირველ რიგში, მოდი აქედანვე შევთანხმდეთ, რომ დამწყები და Junior Scrum Master ორი განსხვავებული კომპეტენციაა. დამწყები Scrum Master ახლა იწყებს ამ პროფესიაში შესვლას და გარკვევას, ხოლო Junior Scrum Master-ს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება.
დამწყები Scrum Master-ის საშუალო ხელფასი 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს
Junior Scrum Master-ის საშუალო ხელფასი 2000-დან 2500 ლარამდე მერყეობს
Middle Scrum Master-ის საშუალო ხელფასი 3500-დან 4000 ლარამდე მერყეობს
Senior Scrum Master-ის საშუალო ხელფასი 5000-დან 7000 ლარამდე მერყეობს
Comments