ამ სტატიაში მოგიყვები როგორ შეიძლება სწავლა-სწავლების Shu-ha-ri მეთოდი გამოიყენო Scrum გუნდებთან მუშაობის პროცესში.
Shu Ha Ri არის იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში სწავლისა და განვითარების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ეყრდნობა 3 ეტაპს.
ეტაპი Shu — Follow the rules. ახალი მოსწავლე ზედმიწევნით იმეორებს ყველა წესს.
ეტაპი Ha — Brake the rules. მოსწავლე ცდილობს ექსპერიმენტების გზით გააუმჯობესოს უკვე ნასწავლი წესები და გაიაზროს წესების ფილოსოფია.
ეტაპი Ri — Make the rules. მოსწავლე ქმნის და ამკვიდრებს ახალ წესებს.
როგორ შეიძლება ზემოთ მოცემული მეთოდი დაკონვერტიდეს Scrum გუნდების განვითარების პროცესში? მოდი, მარტივად აღქმისთვის გავიაროთ Scrum-ის ერთ-ერთი ცერემენია Daily Stand-up.
მოცემულობა:
გყავს 16 ადამიანისგან შემდგარი Development Team;
შენი Daily Stand-up გრძელდება საშუალოდ 30 წთ;
გუნდის ყველა წევრი Daily Stand-up-ზე 24 საათიანი პროგრესის შესახებ ყვება სიღმისეულად და ეს ყველაფერი ვერ ხერხდება Scrum Master-ის გარეშე;
Scrum Master-არის ის ადამიანი, ვინც იღებს რეპორტის სახით Stand-up-ის შედეგებს;
ყველასთვის არ არის საინტერესო გუნდის სხვა წევრის პროგრესი და წუწუნებს, რომ მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ გავა შეხვედრიდან.
რა უნდა გააკეთო ამ მოცემულოდიდან გამომდიანრე თითოეულ ეტაპზე?
პირველ რიგში, მანამ სანამ დაიწყებ Shu-Ha-Ri-ის დანერგვას უნდა დაადიენტიფიცირო რომელ ეტაპზეა შენი გუნდი.
ეტაპი Shu:
უნდა მოაწესრიგო პროცესი:
გუნდი უნდა გაიყოს ორ ნაწილად (8–8) ადამიანი;
უნდა აკონტროლო და ასწავლო გუნდს, რომ Daily Stand-up არ უნდა გაგრძელდეს 15 წთ-ზე მეტი;
გუნდს უნდა ასწავლო, რომ Daily Stand-up-ზე არ არის საჭირო პროგრესის მოყოლა სიღრმისეულად;
გუნდს უნდა ასწავლო, რომ Daily Stand-up არის სინქრონიზაციისა და მომდევნო 24 საათში შესასრულებელი საქმის დაგეგმვის შეხვედრა;
პროცესების დალაგების შემდეგ, უნდა უზრუნველყო, რომ გუნდი ზედმიწევნის ასრულებს ყველა ზემოთმოცემულ პროცესს და გუნდთან უკუკავშირით გრძნობ, რომ ეფექტურობა გაიზარდა.
ეტაპი Ha:
გუნდი იწყებს Daily Stand-up-ის გაუმჯობესების გზების ძიებას
გუნდი Daily Stand-up-ს ასრულებს 15 წთ-ზე უფრო ნაკლებ დროში;
იწყებს წინა დღის პროგრესის მოყოლას და გეგმავს მიმდინარე დღეს გასაკეთებელ სამუშაოებს;
დარჩენილ დროს ანდომებს სპრინტის მიზნების მიღწევისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე მსჯელობას;
ეტაპი Ri
გუნდი უკვე არსებული პროცესების გარდა ნერგავს ახალ გაუმჯობესების გზებს;
გუნდი Daily Stand-up-ის დარჩენილ დროს ანდრომებს ბექლოგის რეფაინმენტს;
Daily Stand-up-ზე აღარ ესწრება სქრამ მასტერი;
შესაბამისად, Ri-ფაზაზე გუნდს უკვე აქვს ჩამოყალიბებული თავისი Daily Stand-up-ის ჩატარებული წესები, რომელიც ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებული წესების ზედმიწევნით შესრულებას, ახალი ინიციატივისა და იდეების დანერგვას და შედეგად, ახალი წესების ერთობლიობის ფორმირებას.
コメント