top of page

გგონია, რომ სტრატეგიულ მიზნებს სახავ?

არ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც არ ესმოდეს სტრატეგიული მიზნების მნიშვნელობა. მეტწილად ამ წინადადებაში სიტყვა სტრატეგიული არის ხაზგასასმელი, რადგან ყველაფერი რაც სტრატეგიულია არის მნიშვნელოვანი.

ხშირად ტერმინი "სტრატეგია" ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებულია თანამშრომლებთან (ან საკუთარ თავთან) რაიმე საკითხის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. თუმცა ყველა სტრატეგიული მიზანი როდია სტრატეგიული.


ამ სტატიაში მოგიყვები რა განსხვავებაა სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის.


რა განსხვავებაა სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის?

მოდი ჯერ ტერმინების განმარტებით დავიწყოთ. ტერმინი "სტრატეგია" და "ტაქტიკა" სათავეს იღებს სამხედო ხელოვნებიდან, ჯერ კიდევ სუნ ძის დროიდან.


სტრატეგია მოიცავს ორგანიზაციის მაშტაბურ გეგმას ან მიდგომას, რომელიც შექმნილია კონკრეტული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად. სტრატეგია, როგორც წესი, ორიენტირებულია გრძელვადიან პერსპექტივაზე და მოიცავს High Level გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აყალიბებენ მოქმედების მთელ კურსს და ფოკუსს. სტრატეგიული მიზნების შესრულებას ყოველთვის არ მოაქვს მყისი ეფექტი ორგანიზაციისთვის.


ტაქტიკა, მეორე მხრივ, არის კონკრეტული მოქმედებები, ან მეთოდები, რომლებიც გამოიყენება უფრო ფართო სტრატეგიის განსახორციელებლად. ტაქტიკა არის კონკრეტული ნაბიჯი ან ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად. ტაქტიკა, როგორც წესი, ორიენტირებულია მოკლევადიან პერსპექტივაზე და უფრო მყისიერი ეფექტის მომტანია.

ტაქტიკა უფრო სპეციფიკურია და ეხება კონკრეტული ამოცანების შესრულებას უფრო დიდი სტრატეგიის ფარგლებში.


კავშირი სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის

ომის ხელოვნებაში სუნ ძი წერდა: „ყველა ადამიანს შეუძლია დაინახოს ტაქტიკა, რომლითაც მე ვიპყრობ, მაგრამ ის, რაც ვერავინ ხედავს, არის სტრატეგია, რომლიდანაც გამარჯვება მიიღწევა“.


სუნ ძის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკა უფრო კონკრეტულია და უფრო ადვილი დასანახია, სტრატეგია თანაბრად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სტრატეგია და ტაქტიკა ყოველთვის უნდა მოიაზრებოდეს ერთად და არა ცალ-ცალკე, რასაც საკმაოდ ხშირად ვაკვირდები ორგანიზაციებში

თუ რომელიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიზნების მიღწევას მხოლოდ სტრატეგიული ამოცანების დასმით ცდილობს, მაშინ ეს მიზნები წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან ტაქტიკა არის კონკრეტული ქმედითი ე.წ ტაქტიკური ნაბიჯები, რომელსაც სტრატეგიული ამოცანის მიღწევამდე მიჰყავს კომპანია.


მეორე მხრივ, ვერ მიაღწევს ბიზნეს მიზნებს მხოლოდ ტაქტიკური ამოცანებით. ტაქტიკა სტრატეგიის გარეშე სწრაფად იქცევა უმიზნო სამუშაოდ. ასეთ დროს, თანამშრომლები უბრალოდ რუტინას მიყვებიან, შინაარსისა და მიზნის გარეშე.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს მიდგომა შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება, გადაწვა და რეზისტენტულობა.



Comments


bottom of page