top of page

Toyota წარმოების სისტემის 3M მოდელი - Muda, Mura, Muri

იცოდი, რომ Agile-ის "ქოლგის ქვეშ" არსებული ყველა მიდგომისა, თუ Framework-ის საფუძვლებში არის Lean.

Lean-ის მთელი არსი კი მომხმარებლისთვის ღირებულების მიწოდებაა ნებისმიერი უსარგებლო პროცესის აღმოფხვრის გზით. ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც თავის საწარმოო პროცესში დანერგა Lean არის - ტოიოტა.


ამ სტატიაში მოგიყვები 3M მოდელის - Muda, Mura, Muri ის შესახებ.




Muda (無駄)


Muda ბიზნეს პროცესის თვალსაზრისით, გამოხატავს ნებისმიერ პროცესს, რომელიც არ მატებს ღირებულებას მომხმარებლისთვის პროდუქტის ან მომსახურების შექმნას. თუ პროცესში გაქვს დროითი, მატერიალური და რესურსული დანახარჯები, მაგრამ არ იქნება ღირებულება, მაშინ საქმე გაქვს Muda-სთან.


ახლა განვიხილოთ Waste-ის 7 სახეობა, რომელიც დაგეხმარება უკეთ აღმოაჩინო Muda შენს პროცესებში.

  • ტრანსპორტი: პროდუქციის ან მასალების არასაჭირო გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე

  • ინვენტარი: ყველა კომპონენტი მუდვივად სამუშაო პროცესშია და მზა პროდუქტი არ არის გამოშვებული

  • მოძრაობა: ადამიანის ან მანქანის გადაჭარბებული, ან არასაჭირო მოძრაობა ოპერაციის შესასრულებლად

  • ლოდინი: ნებისმიერი დაყოვნება პროცესის შემდეგი ეტაპის შესრულებამდე

  • ჭარბი წარმოება: მოსალოდნელზე/დაგეგმილზე მეტის წარმოება

  • ზედმეტად დამუშავება: იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე საჭიროა პროდუქტის, ან მომსახურების დასამუშავებლად

  • დეფექტები: პროდუქტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს და საჭიროებს გადაკეთებას


Mura (斑)


ბიზნეს პროცესის თვალსაზრისით, ეს არის დისბალანსი და დატვირთვის არათანაბარი გადანაწილება ბიზნეს ოპერაციებში;


Mura-ს შემთხვევაში პიკური დატირთულობის პერიოდებში ხდება თანამშრომლების არაადეკვატური გადატვირთვა, ხოლო მოთხოვნის კლების შემთხვევაში, თანამშრომლებს საქმე ფაქტობრივად არ აქვთ.


მაგალითად, როდესაც მჭიდრო Deadline-ების გამო სამსახურში აიყვანე დამატებითი რესურსი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, გუნდის დიდი ნაწილი უსაქმოდ არის.

ამიტომ არათანაბარმა გადანაწილებამ შეიძლება პროცესში გამოიწვიოს დეფეტები და შეფერხება.



Muri (無理)


ბიზნეს პროცესის თვალსაზრისით, Muri არის ზედმეტი დატვირთვა ადამიანებსა და მანქანებზე.

მაგალითისთვის ბიზნეს ოპერაციებში Muri გამოხატულია თანამშრომლების ზეგანაკვეთრად და 100% დატვირთულობით მუშაობაში. უმეტესწილად Muri-ის კონკრეტული ქესისის გამომწვევი არის Mura.


თანამშრომლეის გადაწვას შეიძლება ქონდეს მოკლევადიანი ეფექტი, მაგრამ რეალურად Muri-ის შედეგად გარანტირებულად მიიღებ დეფექტებს, შეფერხებებს და Waste-ებს.



Comments


bottom of page