top of page

რას ნიშნავს User Story და INVEST სტანდარტი?

ამ სტატიაში მოგიყვები რა არის User Story და როგორ უნდა შექმნა ის INVEST სტანდარტის გამოყენებით.


User Story არის ფუნქციონალი ან ფუნქციონალის გამოყენებადი ნაწილის ზოგადი აღწერა, რომელიც დაწერილია მომხმარებლის პერსპექტივიდან. მისი მიზანია ახსნას, თუ როგორ მოუტანს აღნიშნული ფუნქციონალი მომხმარებელს ღირებულებას.


მცდარია, თუ გგონია ან გეუბნებიან, რომ User Story არის მხოლოდ თასქი დეველოპერებისთვის, ან პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის ტექნიკური აღწერა. User Story-ის კონცეფცია და ფილისოფია მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი, მომხმარებლის საჭიროება დააყენოს პირველ ადგილზე და Development team-ს დაეხმაროს უკეთ გაიაზრონ მომხმარებლის რეალური საჭიროებები.

პრაქტიკული რჩევა: ზემოთ მოცემული კონფეცფციიდან გამომდინარე, უმეტესწილად, User Story იწერება არატექნიკური ენით, თუმცა Product Owner (ეს როლია User Story-ის არსებობაზე პასუხისმგებელი) მაქსიმალურად უნდა ეცადოს დაიცვას ბალანსი ტექნოლოგიურ და არატექნოლოგიურ აღწერას შორის. Scrum Master კი თავის მხრივ უნდა დარწმუნდეს, რომ გუნდის ყველა წევრისთვის გასაგებია User Story და იციან, როგორ უნდა შეასრულონ აღნიშნული Story პრინტის განმავლობაში.

როგორ უნდა დაწერო კარგი User Story INVEST-ის საშუალებით

INVEST-არის User Story-ის დაწერის სტანდარტი, რომელიც წარმოადგენს აბრივიატურას და შედგება შემდეგი სიტყვებიგან:


I - Independent

N- Negotiable

V- Valuable

E- Estimable

S- Small

T - Testable


Independent – ნებისმიერი User Story უნდა იყოს თვითკმარი და ქმნიდეს (სხვა User Story-ისგან დამოუკიდებლად) მომხმარებლისთვის ღირებულებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია User Story-ის შესრულების პროცესშიც გუნდს ქონდეს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა და სხვა გუნდებზე დამოკიდებულება იყოს მინიმალურ დონეზე.

Negotiable – User Story-ის აღწერა უნდა იძლეოდეს განხილვისა და მსჯელობის საშუალებას Product Owner-ს, Development Team-სა და საჭიროების შემთხვევაში Stakeholder-ებს შორის. განხილვის შესაძლებლობა იძლევა არარეალისტური მოლოდინების თავიდან არიდების საშუალებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გუნდს აძლევს მკაფიო წარმოადგენას, თუ როგორ უნდა შესრულდეს აღნიშნული User Story.

Valuable – ნებისმიერი User Story უნდა ქმნიდეს მომხმარებლისთვის ღირებულებას და მისი წაკითხვისას ღირებულებითი ნაწილი უნდა იყოს ადვილად დანახვადი.

Estimable – User Story-ის აღწერაში უნდა იყოს მოცემული იმდენი ინფორმაცია, რომ Development Team-მა შეძლოს აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდონბით გააკეთოს გარკვეული შეფასებები და პროგნოზები.

Small – User Storie უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ მისი დასრულება შესაძლებელი იყოს ერთ იტერაციაში / სპრინტში.

Testable – აქ არ იგულისხმება, მხოლოდ ის, რომ User Story უნდა იყოს ტესტერის მიერ გატესტვადი. ამას გარდა გუნდის ყველა წევრს უნდა ქონდეს მკაფიო ხედვა, რომ დარმუნდნენ დასრულდა, თუ არა User Story.

Related Posts

See All

ტექნოლოგიებში გარკვეული Scrum Master

ამ სტატიაში მოგიყვები იმ ტექნიკური უნარების შესახებ, რომელიც უნდა ქონდეს Scrum Master-ს, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს. მოდი...

© 2023 by AgileSchool

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
bottom of page