top of page

და მაინც რატომ უნდა გადავანაწილოთ დავალებები სხვებზე?


ბევრი დავალების დამოუკიდებლად შესრულება შეიძლება სასიამოვნოც კი იყოს - ეს გვაძლევს კომპეტენტურობის შეგრძნებას, კონტროლის განცდას და საშუალებას სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ასეთი მიდგომა კარგად მუშაობს, სანამ ორგანიზაცია ან გუნდი პატარაა, რადგან ერთ ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს ყველაფერი და სწრაფად მიიღოს ხარისხიანი გადაწყვეტილებები.


თუმცა, გუნდისა და ბიზნესის ზრდასთან ერთად იწყებს მუშაობას "Blind Spot-ები". ეს ნიშნავს, რომ მენეჯერისთვის რთული ხდება ყველა საკითხის გაკონტროლება და პროცესების მართვა, რადგან ინფორმაციის მოცულობა და დავალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. დატვირთვა ხდება მეტისმეტად მძიმე როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად.


სწორედ ამ დროს ჩნდება დავალებების გადანაწილების საჭიროება.

"დავალებების გადანაწილება - ეს არის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გადაცემა ერთი პირისგან მეორისთვის, ჩვეულებრივ ხელმძღვანელისგან თანამშრომლისთვის, რათა მოვალეობები უფრო ეფექტურად განაწილდეს და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს."


რატომ უნდა გადავანაწილოთ დავალებები?


პირველი პასუხი, რაც თავში მოგვდის: რომ არ "დავიხრჩოთ" უსასრულო დავალებებში. ნებისმიერ ლიდერს აქვს როგორც სტრატეგიული დავალებები, ისე ყოველდღიური საოპერაციო საკითხები. ასევე საჭიროა თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა, საკუთარი განვითარების დავიწყების გარეშე. დავალებების გადანაწილების გარეშე შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც სამუშაო გვართმევს მთელ დროსა და ენერგიას, რაც იწვევს ემოციურ და ფიზიკურ გადაწვას.


არსებობს სხვა მიზეზებიც, რატომაც ღირს დავალებების გადანაწილება.

დავალებების გადაუნაწილებლობა იწვევს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება თავმოყრილია ერთი ადამიანის ხელში. ეს ანელებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რადგან ეს მთავარი პირი ხშირად გადატვირთულია დავალებებით და ვერ ახერხებს სწრაფად განიხილოს თითოეული საკითხი. ამას აქვს არაცხადი ეკონომიკური შედეგები. ცოტა ორგანიზაცია თუ ითვლის და მართავს გადაწყვეტილებების დაგვიანების ღირებულებას - Cost of Delay.


გარდა ამისა, დავალებების გადანაწილება დადებითად მოქმედებს თანამშრომლების მოტივაციაზე. როდესაც ადამიანს ენდობიან დავალებებს, ის გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას და წვლილს საერთო საქმეში. გადანაწილება იძლევა ახალი უნარების განვითარებისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. საბოლოოდ ეს ხელს უწყობს თანამშრომლების ჩართულობისა და კმაყოფილების ზრდას.

Comments


bottom of page