3 შეცდომა, რასაც დამწყები პროექტ მენეჯერები უშვებენ

პროექტის მენეჯერის როლი ყოველთვის საპასუხისმგებლოა. თუმცა, ამ პასუხისმგებლობასთან ერთად, არსებობს რამდენიმე კლასიკური შეცდომა, რომელსაც დამწყები მენეჯერები ხშირად უშვებენ.

კარგი ამბავი ის არის, რომ ამ შეცდომების ცოდნა მათი თავიდან არიდების პირველი ნაბიჯია. მოდით, განვიხილოთ სამი ყველაზე გავრცელებული პრობლემა და მათი გადაჭრის გზები.

1. მიკრომენეჯმენტი და ზედმეტი კონტროლი

ბევრი დამწყები პროექტის მენეჯერი ცდილობს, ზედმეტად ჩაერიოს ყველა დეტალში. ისინი კარნახობენ გუნდის წევრებს არა მხოლოდ რა უნდა გაკეთდეს, არამედ როგორ. მუდმივად ამოწმებენ მათ პროგრესს და ცდილობენ, თითოეული ნაბიჯი პირადად აკონტროლონ.

რატომ ხდება ასე? ეს ხშირად პასუხისმგებლობის გრძნობიდან მოდის. ახალ მენეჯერს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ყველაფერი იდეალურად შესრულდება, თუმცა რეალურად, მიკრომენეჯმენტი გუნდის დემოტივაციას იწვევს და თავად მენეჯერს ართმევს დროს, რომელიც უფრო მნიშვნელოვან საკითხების გადაჭრას უნდა მოახმაროს.

2. არასაკმარისი კომუნიკაცია და მოლოდინების მართვის უგულებელყოფა

პროექტის წარმატების 90% ეფექტურ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. დამწყები მენეჯერები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა ფიქრობენ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე (Stakeholder) ისევეა ჩახედული პროექტის დეტალებში, როგორც თავად. შედეგად, ისინი არ აწვდიან რეგულარულ განახლებებს, არ მართავენ მოლოდინებს და პრობლემების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ ავრცელებენ, როცა უკვე გვიანია.

რატომ ხდება ასე? მიზეზი შეიძლება იყოს დროის ნაკლებობა ან იმის შიში, რომ ცუდი ამბის მიწოდება მათ არაკომპეტენტურად წარმოაჩენს. თუმცა, კომუნიკაციის ვაკუუმი გაცილებით დიდ პრობლემებს იწვევს — გაურკვევლობას, იმედგაცრუებას და პროექტის მიმართ ნდობის დაკარგვას.

3. რისკების იგნორირება და რთულ საუბრებზე უარის თქმა

იდეალური პროექტები არ არსებობს. ყველა პროექტს ახლავს რისკები და გამოწვევები. დამწყები მენეჯერები ხშირად ზედმეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილი და თავიდანვე არ აფასებენ პოტენციურ რისკებს. ამასთან, ისინი გაურბიან რთულ საუბრებს იქნება ეს არარეალისტური მოთხოვნის დაწუნება, თუ გუნდში არსებული კონფლიქტის მოგვარება.

რატომ ხდება ასე? ამის უკან დგას კონფლიქტის თავიდან არიდების სურვილი და იმედი, რომ “პრობლემა თავისით მოგვარდება”. სამწუხაროდ, პრაქტიკაში პატარა, იგნორირებული პრობლემა მალევე დიდ კრიზისად იქცევა.

შეცდომების დაშვება სწავლის პროცესის ნაწილია. თუ გსურს, ეს და სხვა გამოწვევები პროფესიონალურ დონეზე მართო და თავიდან აიცილო დამწყებთათვის დამახასიათებელი შეცდომები, შემოგვიერთდი ჩვენს პრაქტიკულ კურსზე: https://agileschool.ge/it-project-management/