დაგეგმე
ორგანიზაციული სწავლება

AgileSchool-ში შეგიძლია შეარჩიო წინასწარ შექმნილი ტრეინინგების პროგრამები, ან ერთად შევქმნათ ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული სწავლების პროგრამა

საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული პროგრამა

გადაამზადე შენი გუნდი შემდეგი მიმართულებებით,
ან შევქმნათ სრულად შენს საჭიროებებზე მორგებული:

გადაამზადე გუნდები ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური პროექტების მართვაში ტრადიციული, Agile და ჰიბრიდული მიდგომების პრაქტიკული გამოყენებით. 

გადაამზადე პროდუქტის მფლობელები და ბიზნესის წარმომადგენლები, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და ბაზარზე საუკეთესო პროდუქტების შექმნაში

ასწავლე თანამშრომლებს AI ინსტრუმენტების უსაფრთხო, ეფექტიანი და პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიური სამუშაო ამოცანების შესასრულებლად.

მოამზადე გუნდები AI და ავტომატიზაციის გაღრმავებული გამოყენებისთვის, შექმენი AI Agent-ები და მასშტაბირებადი ავტომატიზებული სამუშაო პროცესები.

მოამზადე ლიდერები ცვლილებების დაგეგმვის, კომუნიკაციისა და თანამშრომელთა ჩართულობით ორგანიზაციული ცვლილებების წარმატებით დასანერგად.

განავითარე მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერების Agile Transformation-ის სისტემური ხედვა ორგანიზაციული სტრუქტურისა და პროცესების გარდასაქმნელად.

გადაამზადე გუნდები ბიზნესპროცესების აღმოჩენაში, აღწერაში, ვიზუალიზაციასა და პროცესების სისტემურ გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაში.

განავითარე გუნდების ციფრული ტრანსფორმაციის ხედვა, ინიციატივების პრიორიტეტიზაციისა და ეფექტური ტრანსფორმაციის Roadmap-ის შექმნის უნარები.

გადაამზადე გუნდები ეფექტიანი ბიზნესკომუნიკაციის, მოლაპარაკებების, საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციებისა და AI-ის პრაქტიკულ გამოყენებაში.

პარტნიორი კომპანიები

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება