AI ცნობიერების ასამაღლებელი პროგრამა

დაგეგმე ორგანიზაციული
სწავლება

15 საათი

პროგრამა მონაწილეებს აძლევს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის შესახებ სისტემურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. ]მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიურ ამოცანებში, ეფექტური პრომპტების შექმნას, საბაზისო ავტომატიზაციას, AI ასისტენტებისა და აგენტების შესაძლებლობებს, რეალური სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ორგანიზაციაში AI-ის უსაფრთხოდ გამოყენების პრინციპებს.

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ ორგანიზაციაში გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების, შეზღუდვებისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ საერთო ცნობიერება. მონაწილეები შეძლებენ AI-ის რეალისტურად შეფასებას და უკეთ განასხვავებენ, რომელ ამოცანებში შეუძლია მას ღირებულების შექმნა და სად არის აუცილებელი ადამიანის ჩართულობა.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება