AI & Automation პრაქტიკული პროგრამა

დაგეგმე ორგანიზაციული
სწავლება

15 საათი

პროგრამა განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის გამოყენება რეალურ ბიზნესპროცესებში. კურსი სცდება AI ინსტრუმენტების საბაზისო გამოყენებას და მონაწილეებს აძლევს ცოდნას, როგორ გააანალიზონ სამუშაო პროცესები და შექმნან გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებს ხელით შესრულებულ სამუშაოს და აუმჯობესებს ოპერაციულ ეფექტიანობას.

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ბიზნესპროცესების სისტემურად გაანალიზებას და იმ ეტაპების გამოვლენას, სადაც ავტომატიზაციისა და AI-ის გამოყენება ყველაზე მეტ ღირებულებას შექმნის.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება