ტექნოლოგიური პროექტების მართვა Agile მიდგომებით

დაგეგმე ორგანიზაციული
სწავლება

15 საათი

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ახალი პროექტების ინიცირების პროცესს, ტრადიციულ, Agile და ჰიბრიდულ მართვის მიდგომებს, პროექტის პროგრესის მონიტორინგს, შესაბამის მეტრიკებსა და ინსტრუმენტებს. კურსი ასევე მოიცავს რისკების, დაინტერესებული მხარეების, რესურსების, ბიუჯეტისა და პროექტის კომუნიკაციის მართვის საკითხებს.

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ ორგანიზაციაში და მონაწილეებში მყისიერად შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც აისახება როგორც პროექტების მართვის ხარისხზე, ისე საერთო ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება