ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა

დაგეგმე ორგანიზაციული
სწავლება

15 საათი

ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს აძლევს ტრანსფორმაციის დაგეგმვისა და მართვისთვის საჭირო სისტემურ ხედვას. მონაწილეები შეისწავლიან ორგანიზაციის ციფრული სიმწიფის შეფასებას, პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენას, ტექნოლოგიური ინიციატივების პრიორიტეტიზაციას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და ტრანსფორმაციის Roadmap-ის ჩამოყალიბებას.

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ციფრული ტრანსფორმაციის საერთო და სისტემური ხედვა. ისინი უკეთ გაიაზრებენ, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ორგანიზაციის სტრატეგია, მომხმარებლის საჭიროებები, ბიზნეს პროცესები, მონაცემები, ტექნოლოგიები და ადამიანური ფაქტორები.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება