15 საათი
პროგრამა მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს აძლევს Agile Transformation-ის სისტემურ ხედვასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. მონაწილეები შეისწავლიან არსებული ორგანიზაციული მოდელის შეფასებას, სამიზნე საოპერაციო მოდელის ჩამოყალიბებას, როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას, ინიციატივების პრიორიტეტიზაციას, გუნდების იტერაციულ მუშაობას, Scrum-ის ძირითად ელემენტებს
პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.
ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.
სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე
რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.