განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გენერაციულ AI-ს — მაგალითად, ChatGPT-ს — ეხება, წარმატება ხშირად დამოკიდებულია არა ტექნოლოგიაზე, არამედ კითხვაზე, რომელსაც ვსვამთ. ბევრი პრომპტის დაწერისას ზედაპირული და ზოგადი მოთხოვნებით შემოიფარგლება ხოლმე, რის გამოც ვერ იღებს იმ ღირებულ პასუხებს, რაც სინამდვილეში შესაძლებელია.
სწორად ჩამოყალიბებული პრომპტი კი სწორედ ის არის, რაც AI-ს ეფექტიანობას უზრუნველყოფს და შენს პირად ასისტენტად გარდაქმნის. AI-ს სჭირდება კონტექსტი, რათა სწორად იმოქმედოს. და სწორედ ამას ემსახურება 4-sentence framework

ოთხწინადადებიანი ჩარჩო
4-sentence framework გულისხმობს პრომპტს ოთხ ძირითად კომპონენტად ყოფს: პერსონა, მიზანი, დავალება და კონტექსტი. თითოეულ კომპონენტზე, როგორც წესი, ერთი ან ორი წინადადება სრულიად საკმარისია:
- პერსონა: „შენ ხარ ექსპერტი _______ სფეროში“
- მიზანი: „შენი მიზანია _______“
- დავალება: „შენი დავალებაა _______“
- კონტექსტი: „რა ინფორმაცია გჭირდება“ (მაგ. რა ფორმატით უნდა იყოს პასუხი, რას არ უნდა შეეხოს, რაზე გაამახვილოს ყურადღება და ა.შ.)
მოდი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
მაგალითი: პროექტის რისკების შეფასება
დავუშვათ, ხარ პროექტის მენეჯერი და გინდა, AI დაგეხმაროს პროექტის რისკების შეფასებაში, რათა გუნდთან ერთად უკეთესი გადაწყვეტილება მიიღო.
- პერსონა: „შენ ხარ გამოცდილი პროექტის მენეჯერი, რომელიც მუშაობს მაღალი გაურკვევლობის პირობებში.“
- მიზანი: „შენი მიზანია, გააანალიზო პროექტის რისკები და შესთავაზო გუნდის წევრებს პრევენციული მოქმედებები.“
- დავალება: „შენი დავალებაა, შეაფასო მოცემული პროექტის შესაძლო ტექნიკური და კომუნიკაციური ბარიერები.“
- კონტექსტი: „აი, პროექტის მოკლე აღწერა და გეგმა. პასუხში წარმოადგინე ძირითადი რისკები, მათი გავლენის დონე და შემსუბუქების გზები. გამოიყენე მარტივი ცხრილი და ბიუჯეტის გათვალისწინებაც გაითვალისწინე.“
მაგალითი: კამპანიის ბრიფის შექმნა
ხარ მარკეტერი და გინდა, AI დაგეხმაროს კამპანიის ბრიფის შედგენაში. აი, როგორ შეიძლება შეადგინო პრომპტი:
პერსონა: „შენ ხარ გამოცდილი მარკეტინგის სტრატეგი.“
მიზანი: „შენი მიზანია დაეხმარო მარკეტერებს შექმნან სრულფასოვანი და ეფექტური კამპანიის ბრიფები თავიანთი ინიციატივებისთვის.“
დავალება: „შენი დავალებაა ჩამოაყალიბო დეტალური სტრუქტურა და პრომპტები, რომლებიც მარკეტერებს დაეხმარება ბრიფის ყველა ძირითადი ნაწილის დაწერაში — მათ შორის მიზნების, აუდიტორიის, მესიჯინგის, არხების და წარმატების მეტრიკების.“
კონტექსტი: „პასუხში შეიტანე კითხვები და მითითებები, რომლებიც მარკეტერებს დაეხმარება აუდიტორიის კვლევაში, მიზნების მკაფიოდ განსაზღვრაში, მთავარ მესიჯზე და დამატებით მესიჯინგზე მუშაობაში, არხებისა და ტაქტიკების შერჩევაში, კონტენტის გეგმის შემუშავებაში და წარმატების გაზომვის KPI-ების განსაზღვრაში.“
AI-ს გარშემო ბევრი ხმაურია, მაგრამ მისი სწორად გამოყენება ნამდვილად ღირს. Boston Consulting Group-ისა და ჰარვარდის ბიზნესსკოლის კვლევის თანახმად, AI-ს გამოყენებამ საგრძნობლად გააუმჯობესა ადამიანების პროდუქტიულობა. ექსპერიმენტში, AI-სთან მომუშავე კონსულტანტებმა დაასრულეს 12%-ით მეტი დავალება, 25%-ით სწრაფად და მათი ნამუშევარი შეფასდა 40%-ით უკეთესად სხვა ადამიანების მიერ.
მოკლედ, სულ რამდენიმე წუთი საკმარისია, რომ დაიწყო ეფექტური თანამშრომლობა AI-თან.