5 აუცილებელი ხელსაწყო Product Owner-ისთვის

გადაწყვიტე, რომ Product Owner-ის ან Product Manager-ის კარიერა აირჩიო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, საინტერესო და გამოწვევებით სავსე როლი ტექნოლოგიურ სამყაროში.

ალბათ, ხშირად გესმის ფრაზები: „Backlog-ის მართვა“, „სპრინტის დაგეგმვა“, „User Stories წერა“. ეს ყველაფერი მართლაც შენი მომავალი ყოველდღიურობაა. მაგრამ სანამ საქმეში ჩაერთვები, მნიშვნელოვანია იცოდე არა მხოლოდ რა უნდა გააკეთო, არამედ რითი გააკეთო ეს ყველაფერი ეფექტურად.

დღეს ვისაუბრებთ იმ 5 შეუცვლელ ინსტრუმენტზე, რომლებიც შენი მარჯვენა ხელი გახდება.

ვინ არის სინამდვილეში Product Owner?

სანამ ინსტრუმენტებს განვიხილავთ, მოდი, ერთი წუთით შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რა არის შენი მთავარი მისია.

შენ ხარ ხიდი ბიზნესსა და დეველოპერებს შორის. შენ ხარ ადამიანების ხმა გუნდში. შენი მიზანია, მაქსიმალური ღირებულება მოუტანო მომხმარებელს ისე, რომ დეველოპერების გუნდმა ზუსტად იცოდეს, რა უნდა შექმნას და რატომ.

შენ უნდა განსაზღვრო პრიორიტეტები, თქვა „არა“ ნაკლებად მნიშვნელოვან იდეებზე და თქვა „კი“ იმ ფუნქციონალზე, რომელიც პროდუქტს წარმატებულს გახდის. ეს არის ბალანსის ხელოვნება, სადაც კომუნიკაცია და ორგანიზებულობა გადამწყვეტია.

ახლა გადავიდეთ ინსტრუმენტებზე:

პროდუქტის მფლობელის დღე სავსეა ინფორმაციული ქაოსით: იდეები, ბაგები, მომხმარებლის უკუკავშირი, დიზაინის დრაფტები… სწორად შერჩეული ციფრული ხელსაწყოები გეხმარება, რომ ამ ქაოსს სტრუქტურა მისცე, გუნდთან კომუნიკაცია გაამარტივო და მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილებები.

აი, ის 5 ინსტრუმენტი, რომელთა გარეშეც თანამედროვე Product Owner-ის ცხოვრება წარმოუდგენელია:

1. Jira, Clickup, Monday

თუ Product Owner-ობა გინდა, Jira-სთან დამეგობრება გარდაუვალია (და აუცილებელი). ეს არის ინდუსტრიის სტანდარტი Agile გუნდებისთვის.

აქ ინახება შენი პროდუქტის „ბექლოგი“, ანუ გასაკეთებელი საქმეების სია. აქ წერ User Story-ებს, ანაწილებ დავალებებს სპრინტებში და აკვირდები პროგრესს. ის გამჭვირვალეს ხდის სამუშაო პროცესს. ყველამ იცის, ვინ რაზე მუშაობს და რა სტატუსი აქვს კონკრეტულ დავალებას.

2. Miro: ვიზუალური კოლაბორაციის დაფა

წარმოიდგინე უზარმაზარი თეთრი დაფა, სადაც შენ და შენს გუნდს შეგიძლიათ ერთდროულად დააკრათ სტიკერები, დახაზოთ სქემები და მოაწყოთ “ბრეინშტორმინგი”, მიუხედავად იმისა, ოფისში ხართ თუ სახლში.

იდეების გენერირებისთვის, User Journey Map-ების დასახატად და რეტროსპექტივების ჩასატარებლად.

ვიზუალიზაცია საუკეთესო გზაა რთული პროცესების გასამარტივებლად. როცა გუნდი ხედავს დიდ სურათს, კითხვები ნაკლებია, ხოლო ჩართულობა მაღალი.

3. Figma: დიზაინი და პროტოტიპირება

არავინ ითხოვს დიზაინერობას. თუმცა, Figma-ს ძირითადი პრინციპების ცოდნა Product Owner-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Figma გჭირდება, რომ ნახო დიზაინერის ნამუშევარი, დატოვო კომენტარები პირდაპირ დიზაინზე და გაიგო, როგორ იმუშავებს ესა თუ ის ღილაკი რეალურ ცხოვრებაში.

სანამ კოდს დაწერენ, უმჯობესია პროდუქტი ვიზუალურად შეაფასო. Figma გაძლევს საშუალებას, დაინახო პროდუქტი მომხმარებლის თვალით, სანამ ის შეიქმნება.

4. Slack (ან Microsoft Teams)

ელ.ფოსტა კარგია ოფიციალური წერილებისთვის, მაგრამ პროდუქტის განვითარება სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

Slack ან MS Teams ყოველდღიური, სწრაფი კომუნიკაციისთვისაა საჭირო. აქ იქმნება არხები სხვადასხვა თემისთვის, ხდება ფაილების გაცვლა და სწრაფი კითხვა-პასუხი. როცა დეველოპერს სასწრაფო კითხვა აქვს მოთხოვნასთან დაკავშირებით, Slack-ი გაძლევს საშუალებას, მყისიერად უპასუხო და პროცესი არ შეჩერდეს.

5. Google Analytics (ან Amplitude)

კარგი Product Owner ენდობა ფაქტებს. შენ უნდა იცოდე, რას აკეთებენ მომხმარებლები შენს საიტზე ან აპლიკაციაში. Google Analytics გჭირდება რომ გაიგო, რამდენმა ადამიანმა დააჭირა ახალ ღილაკს, სად გაუჭირდათ რეგისტრაცია ან რომელი ფუნქციონალია ყველაზე პოპულარული.

ეს 5 ინსტრუმენტი არის ის საბაზისო ნაკრები, რომელიც დაგეხმარება შენი სამუშაო პროცესი გონივრულად მართო.

თუმცა, გახსოვდეს, რომ ინსტრუმენტი მხოლოდ დამხმარეა. მთავარი შენი ხედვა, ემპათია მომხმარებლის მიმართ და გუნდური მუშაობის უნარია. ტექნოლოგიები იცვლება, მაგრამ პროდუქტის მფლობელის მთავარი ღირებულება შექმნას საუკეთესო გამოცდილება მომხმარებლისთვის უცვლელი რჩება.

თუ გსურს რომ პროდაქთ ოუნერი გახდე, შემოგვიერთდი კურსზე: https://agileschool.ge/product-owner/