ამ სტატიაში მოგიყვები, როგორ უნდა მოემზადო Scrum Master-ის როლზე გასაუბრებისთვის. Scrum Master-ებისათვის 200-ზე მეტი ჩატარებული გასაუბრებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მოგცემ 5 მარტივ და პრაქტიკულ რჩევას და გაიგებ, რაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი ადამიანები.

#1 მოაწესრიგე შენი Linkedin
თუ აქამდე ყურადღებას არ აქცევდი Linkedin-ს, მაშინ ეს სასწრაფოდ უნდა გამოასწორო. იცოდი, რომ დამსაქმებელთა 70%-ზე მეტი ახალ თანამშრომლებს ეძებს სწორედ Linkedin-ის საშუალებით და შენ კი იქ არ ხარ.
ვიცი რაც იფიქრე – ნუ დარდობ, რომ ბევრი სერტიფიკატი ან ბევრი “წარმატება” არ გაქვს, რომ Linkedin-ზე გააზიარო. ასეც, რომ არ იყოს Linkedin ყოფნით შენ:
- ხვდები HR-ებისთვის კანდიდატების მოძიების მთავარი ინსტრუმენტის ბაზაში
- მითითებული ინტერესების, ლაიქებისა და სხვა აქტივობების მეშვეობით, დამსაქმებელი აუცილებლად მოგაქცევს ყურადღებას
ინსპირაციისთვის შეგიძლია ჩემი Linkedin-პროფილი ნახო
#2 კარგად წაიკითხე Job Description
არ იფიქრო, რომ ყველა ორგანიზაცია (რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს), ვისაც Scrum Master-ის ვაკანსია აქვს გამოცხადებული კარგად ესმის ამ როლის ფუნქცია და საჭიროება.
არსებობს 2 ტიპის Job Description:
- ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებზე მორგებული
- Google-დან პირდაპირ დაკოპირებული და Google Translate-ით ნათარგმნი
პირველი ტიპის Job Description-ში ძალიან ადვილად მიხვდები რამდენად ესმის ორგანიზაციას Scrum Master-ის როლი.
მეორე ტიპის Job Description-ში მოცემულია ხოლმე იდეალური აღწერა, მაგრამ თეორიაში მოცემული Scrum Master-ის პასუხისმგებლობები ძალიან ცოტა ქართულ ორგანიზაციაშია რეალიზებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გააგზავნო აპლიკაცია. არ შეგაშინოს ორგანიზაციის სახელმა Job Description-ში მოცემულმა საკითხებმა. არ დაგავიწყდეს, რომ გასაუბრება შენი თავის მაქსიმლაურად ძვირად გაყიდვის პროცესესია.
#3 კარგად წაიკითხე Job Description
გასაუბრებამდე აუცილებლად გადახედე თეორიულ მასალას.
- Scrum Master-ის, Product Owner და Development Team-ის როლებს, მათ შორის კოლაბორაციას, პასუხისმგებლობებს.
- Product Backlog და Sprint Backlog-ებს. რას ნიშნავს, როგორ უნდა იყოს დაორგანიზებული, რა დეტალიზაციაა საჭირო, ვინ არის მის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი.
- ცერემოენიები. გადახედე Scrum-ის ყველა ცერემონიას, მათ მნიშვნელობას და საჭიროებას, გადახედე Timebox-ის კონცეფციას. რომელი როლები, რა ნაწილში არიან ჩართული ცერემონიების პროცესში.
- შეფასების მეთოდები. გადახედე რა ტიპის შეფასების მეთოდები არსებობს Scrum-ში, რას ნიშნავს Story Point-ებით შეფასება, რატომ გამოიყენება ფიბონაჩის მიმდევრობა, რას ნიშნავს Planning Poker, რას ნიშნავს გუნდის Velocity.
- მეტრიკები. გადახედე Scrum-ის ძირითად მეტრიკებს როგორც არის Velocity, Burn-down, Burn up ჩარტები.
- User Story-ის კონცეპტი. გადახედე რა არის User Story, როგორ იწერება, რა სტანდარტი არსებობს, ვინ არის User Story-ის ქონაზე პასუხისმგებელი.
#4 მოგვიყევი შენ შესახებ
“მოგვიყევი შენ შესახებ” ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც, წარმართავს გასაუბრების მთელ პროცესს.
პასუხის გაცემა შეგიძლია დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით:
- აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი
- მოყევი შენი ამჟამინდელი სამუშაოსა და დაკისრებული მოვალეობების შესახებ
- როგორც კი ამას მორჩები პაუზა არ გააკეთო და დაიწყე შენი Scrum Master-ის როლით დაინტერესების შესახებ
- რატომ დაგაინტერესა ამ როლმა
- რა არის შენ თვისებებსა და Scrum Master-ის როლს შორის საერთო
- რას აკეთებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით განვითარდე (წიგნები, ტრეინინგები, სერტფიცირება და ა.შ)
- რატომ დაინტერესი ამ ვაკანსიით, ანუ უნდა უთხრა, რომ ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე გაინტერესებს შენი შესაძლობებების ამ კონკრეტულ პოზიციაზე გამოცდა
- ასევე აუცილებლად გულწრფელად უნდა აღნიშნო შენი გამოცდილების შესახებ. შენ შეგიძლია თქვა, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა გაქვს, მხოლოდ მეგობარს ეხმარებოდი პატარა სტარტაპში და ა.შ.
#5 სიტუაციური ქეისები
იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებაზე დაგისვეს სიტუაციური კითხვები, ეს ნიშნავს, რომ წესით შენი თეორიული ცოდნა დამაკმაყოფილებელია და ახლა აინტერესებთ შენი ხედვები.
სიტუაციური კითხვები დაახლოებით ასე გამოიყურება:
- წარმოიდგინე, რომ გუნდში გაქვს პირველი სამუშაო დღე, როგორ მოიქცეოდი
- წარმოიდგინე, რომ გუნდში 2 როლს შორის არის კონფლიქტი, როგორ გადაწყვეტდი
- წარმოიდგინე, რომ შენი გუნდის Prodict Owner გუნდისთვის ხელისაწვდომი არ არის, როგორ გადაწყვეტდი ამ პრობლემას.