როგორ მოვერგო კომპანიაში ცვლილებებს და არ გახდე „დინოზავრი“?

როგორ მოვერგოთ კომპანიაში ცვლილებებს და არ გავხდეთ „დინოზავრი“?

ცვლილება განვითარების განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. დღეს უკვე იშვიათია კომპანია, სადაც არ საუბრეობენ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, Agile მიდგომებისა და ავტომატიზაციის შესახებ.

მაგრამ რას აკეთებს ჩვეულებრივი თანამშრომელი? როგორ უნდა იმოქმედოს ცვლილებების პირობებში? რა არის სწორად გასაკეთებელი ან საყურადღებო? და რაც მთავარია რა მოხდება, თუ ცვლილებებს გამოვუცხადებთ წინააღმდეგობას?

რატომ გვიჭირს ცვლილებების მიღება?

პირველი მიზეზი შიშია. შეიძლება მიმდინარე პროცესები იდეალური არ იყოს, მაგრამ ისინი მაინც ნაცნობია და თავს დაცულად გვაგრძნობინებს. ცვლილება კი უცხოა და, შესაბამისად, საფრთხედ აღიქმება.

ხანდახან გვეშინია, რომ ცვლილება ჩვენს გამოცდილებას მოაქცევს ჩრდილში. გვგონია, რომ ახალი ტექნოლოგიების პირობებში, კომპანიაში ჩვენი ცოდნის გამოყენება აღარ დასჭირდებათ და გავლენას დავკარგავთ.

ხოლო თუ ცვლილება მოდის უცბად და ყოველგვარი განმარტების გარეშე, გონება ავტომატურად ააწყობს უარეს სცენარს. ინფორმაციის ნაკლებობა თითქმის ყოველთვის აჩენს შიშს.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს ადაპტაციაში

  1. გაიგე რატომ იცვლება რამე
    სანამ უარყოფ, სცადე გაარკვიო – რატომ ხდება ეს ცვლილება. ჰკითხე ხელმძღვანელს, როცა ვიგებთ მიზანს, წინააღმდეგობა ჩნდება ნაკლებად.
  2. ფოკუსი შეცვალე საშიშროებიდან შესაძლებლობებზე
    ცვლილებები სტრესულია, მაგრამ მათთან ერთად მოდის ზრდის შანსიც. ახალი უნარები და პროფესიული განვითარება
  3. დაიწყე მცირე ნაბიჯებით
    არ არის საჭირო ყველაფრის ერთდროულად შეცვლა. გადანაწილებული ნაბიჯებით გაცილებით მარტივია სტრესის მართვა. თანდათანობითი სწავლა ზრდის თავდაჯერებას.
  4. მოძებნე მხარდამჭერები და გაუწოდე სხვებსაც ხელი
    საუბარი ადამიანებთან, რომლებმაც უკვე გადალახეს შიში, დაგეხმარება შენც იმავე გზის გავლაში. 
  5. ივარჯიშე მოქნილობაში
    ბიზნესის სამყარო სწრაფად იცვლება. და ვინც ყველაზე სწრაფად ერგება ამ დინამიკას, სწორედ ის რჩება საჭირო ადამიანად.


ცვლილება ყოველთვის ზრდის ახალ შესაძლებლობას ქმნის. თუ დღეს აითვისებ ახალ უნარს, რომელიც თავიდან შეიძლება ზედმეტად გეჩვენოს, ხვალ სწორედ ის გახდება შენი კარიერული უპირატესობა.


AgileSchool-ში ვეხმარებით ადამიანებსა და ორგანიზაციებს ადაპტირდნენ ცვლილებების ეპოქაში.

გახსოვდეს, რომ ცვლილება ყოელთვის ერთი სწორი ნაბიჯით იწყება, ამიტომ გაეცანი რა შესაძლებლობებს გთავაზობს AgileSchool და გააძლიერე შენი ან შენი გუნდის უნარები: https://agileschool.ge/for-business/