OKR (Objectives and Key Results) Framework ორგანიზაციული მიზნების დასახვის საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა, რომელსაც ორგანიზაციის Agile ტრანსფორმაციის პროცესში აუცილებლად ვნერგავთ ხოლმე.
OKR-თან დაკავშირებით, ასევე ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს, რომლის ჩამოთვლაც ახლა ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ OKR Framework-ის უპირველესი დანიშნულება არის ორგანიზაციული მიზნების გარშემო ყველა თანამშრომლის გაერთიანება, მიზნების გამჭვირვალობა და დაელაინება. ამ კონკრეტულ საკითხებზე რამდენიმე სხვა პოსტიც მაქვს დაწერილი.
- ორგანიზაციული მიზნების დასახვის OKR Framework
- 3 ნიშანი, როდესაც ორგანიზაციას OKR ჭირდება
- რა განსხვავებაა OKR და KPI შორის
დღეს მინდა გესაუბრო უფრო ტექნიკურ დეტალებზე, კერძოდ რისგან შედგება OKR Framework.
ნაწილი 1 – საიდან იწყება OKR ანატომია
პირველი ეტაპი საიდანაც იწყება OKR-ების დასახვა არის პრინციპი Top to bottom, ანუ ორგანიზაციული მიზნებს სახავენ ხელმძღვანელები. ამით, ისინი ამბობენ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია სახავს შესაბამის Objective-ებს.
ორგანიზაციული Objective-ები ზიარდება სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან და გუნდებთან, რომლებიც თავის მხრივ სახავენ ისეთი ტიპის Objective-ებსა და Key Result-ებს, რომლის შესრულებიც შემთხვევაშიც სრულდება ორგანიზაციის დონის Objective-ები.
ნაწილი 2 – რას ნიშნავს Objectives და Key Results
OKR შედგება მიზნისგან (Objective), რომელიც ამბობს, თუ რისი მიღწევა გვსურს და ძირითადი შედეგებისგან (Key Results), რომელიც ასახავს პროგრესს მიზნის მიღწევისკენ. . ყველა KR შესრულების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მიზანი (Objective) მიღწეულია.
სასურველია, რომ ერთი კვარტლისთვის განისაზღვროს არაუმეტეს 3 Objective-ისა. თითოეული Objective-ის ქვეშ მოცემული Key Result- ები არ უნდა აღემატებოდეს 3-5.
ნაწილი 3 – რა უნდა იცოდე და როგორ უნდა დაწერო Objective ეფექტურად
რა უნდა იცოდე Objective-ების შესახებ:
- Objective უნდა გულისხმობდეს გაუმჯობესებას, ზრდას, ცვლილებას, ინოვაციურობას და ა.შ.
Objective აუცილებლად უნდა იყოს კვარტლის ფოკუსირების სფერო, ანუ რეკომენდებულია ჩამოყალიბდეს და შესრულდეს ერთ კვარტალში. - Objective-ში ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა პრობლემას წყვეტ მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის და/ან რომელი კონკრეტული მაჩვენებელი (შემოსავალი, კლიენტები და ა.შ.) იზრდება დასახული მიზნების შესრულების შემთხვევაში.
- გაითვალისწინე, რომ Objective იყოს: მნიშვნელოვანი, რეალისტური, მიღწევადი, კონკრეტული, მოქმედებაზე ორიენტირებული, ამბიციური, ინსპირაციული.
როგორ უნდა დაწერო Objective ეფექტურად?
- Objective უმჯობესია იწყებოდეს შემდეგი სიტყვებით: გაუმჯობესება, ზრდა, გაფართოება, გენერირება, შემცირება, მიღწევა, დანერგვა, მოზიდვა, აქტივაცია, გაშვება, მხარდაჭერა.
იმისათვის, რომ შექმნა ეფექტური Objective-ები, პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:
- გუნდის მიზნის მიღწევით მიიღწევა ორგანიზაციის მიზანი?
- რატომ გვაქვს ეს მიზანი? არის თუ არა ეს მიზანი ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი? მოაქვს კომპანიისთვის ღირებულება? - რისი მიღწევა გვინდა?
- რამდენად ამბიციურია ჩვენი მიზანი?
- რა შეგვიძლია შევქმნათ, გადავჭრათ, გამოვასწოროთ, ან
გავაუმჯობესოთ, რომ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებული? - რა გვაფერხებს?
- არის მიზანი მიღწევადი მხოლოდ ჩვენს გუნდის მიერ?
- აგვარებს თუ არა ჩვენი გუნდის გამოწვევას მიზნის მიღწევა?
ნაწილი 4 – როგორ უნდა დაწერო ეფექტურად Key Result
KR უნდა იყოს: კონკრეტული, დროში შემოსაზღვრული, გაზომვადი, შემოწმებადი
Key Result პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- აღნიშნული შედეგის დადგომის შემთხვევაში იქნება მიზანი შესრულებული?
- არის შედეგი გაზომვადი და შემოწმებადი?
- არის შესაძლებელი შედეგის ერთ კვარტალში მიღწევა?
- რა შემთხვევაში ჩავთვლით გაწეულ ძალისხმევას გამართლებულად?
- როდის ვიქნებით კმაყოფილები?
ნაწილი 5 – OKR შაბლონები
HR OKR შაბლონი:
Objective: გვქონდეს საუკეთესო რეკრუტინგის პროცესი
- KR1: კანდიდატის აყვანა მოხდეს 3 ინტერვიუს ნაცვლად 1 ინტერვიუში
- KR2: შევამციროთ დარეჯექტებულ კანდიდატებთან უკუკავშირის დრო 2
დღიდან 1 დღემდე
Tech OKR შაბლონი:
Objective: გვქონდეს საუკეთესო ხარისხი დანერგვის პროცესში
- KR1: შევამციროთ დანერგვის დრო 2 საათიდან 30 წუთამდე;
- KR2: გავზარდოთ Code unit test-ების დაფარვა 50%-დან 80%-მდე;
- KR3: შევამციროთ დანერგვის შემდგომი Bug-ები 10 დან 5 მდე;
- KR4: გავზარდოთ საინტეგრაციო სერვისების დაფარვა 20%-ით;
- KR5: 100%-ით დავფაროთ ავტომატური რეგრესული ტესტირება;