გახსოვს ის მომენტი, როცა მეგობრებმა დასვენება გადაწყვიტეს, იდეები ბევრი იყო, მაგრამ საბოლოოდ სასტუმროს დაჯავშნა, მარშრუტის გაწერა და ბიუჯეტის გათვლა მაინც შენ მოგიწია? ან როცა ოფისში ქაოსია, შენ კი ზუსტად იცი, ვის რა უნდა გააკეთებინო, რომ საქმე ადგილიდან დაიძრას?
ხშირად გვგონია, რომ ეს უბრალოდ ჩვენი ხასიათია “ზედმეტად პასუხისმგებლიანი” ან “დეტალების მოყვარული”. სინამდვილეში კი, ეს არის იშვიათი ნიჭი და პროექტის მენეჯერის (Project Manager) მთავარი უნარი, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი, საინტერესო ცხოვრებისკენ გაგიხსნას კარი.
თუ ოდესმე გიფიქრია, რომ IT სფეროში დასაქმება მხოლოდ კოდის წერას და მონიტორთან ღამეების თენებას ნიშნავს, მინდა გითხრა, რომ ცდები. ტექნოლოგიურ დასაქმების ბაზარს ჰაერივით სჭირდება ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიებსა და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ეს IT პროექტების მენეჯერის როლია.

ვისთვის არის IT პროექტების მენეჯმენტი?
მოდი, მშრალ კარიერულ ტერმინებს თავი დავანებოთ და შევხედოთ შენს პიროვნებას. შენთვის ნაცნობია ეს შეგრძნებები?
- გიყვარს, როცა ხედავ, როგორ იქცევა აბსტრაქტული იდეა რეალურ, ხელშესახებ შედეგად.
- შეგიძლია მოსმენა და კომუნიკაცია – ადამიანებს უყვართ შენთან პრობლემებზე საუბარი, რადგან იციან, რომ გამოსავალს იპოვი.
- ქაოსი გაშინებს კი არა, მოტივაციას გაძლევს, რომ წესრიგი დაამყარო და პროცესები მართო.
თუ ამაში საკუთარ თავს ხედავ, მაშინ პროექტების მენეჯმენტი შენთვის უბრალოდ ახალი სამსახური კი არა, შენი ბუნებრივი გარემო იქნება, სადაც კარიერული წინსვლა გარანტირებულია.
რატომ არის პროექტის მენეჯერის როლი IT-ში უმნიშვნელოვანესი?
დღეს უამრავი ადამიანი სწავლობს კოდის წერას, მაგრამ IT ბაზარზე ძალიან ცოტას აქვს უნარი, იყოს ლიდერი, რომელიც გუნდს შეკრავს და მიზნამდე მიიყვანს. სწორედ ამიტომ, IT პროექტის მენეჯერი ის ადამიანია, ვის გარეშეც დიდი იდეები უბრალოდ იდეებად რჩება. ეს არის შესაძლებლობა, გქონდეს გავლენა მომავლის ციფრულ პროდუქტებზე ტექნიკური კოდის წერის გარეშე.
5 ნაბიჯი IT კარიერის დასაწყებად AgileSchool-თან ერთად
ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენთან მოდის, დაბნეულია. მათ იციან, რომ ცვლილება უნდათ, მაგრამ არ იციან როგორ დაიწყონ კარიერა ნულიდან. ჩვენ არ გვინდა, რომ შენ მხოლოდ “კურსი გაიარო”. ჩვენ გვინდა, რომ შენ იპოვო შენი ადგილი ტექნოლოგიურ სამყაროში.
აი, როგორია AgileSchool-ის ხედვა შენს პირველ ნაბიჯებზე წარმატებისკენ:
1. შეჩერდი, დაფიქრდი და ჩაეწერა უფასო კარიერული კონსულტაციაზე
სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, მოდი უბრალოდ ვისაუბროთ. პროფესიის შეცვლა დიდი ნაბიჯია და ის გააზრებულად უნდა გადადგა. სწორედ ამიტომ, AgileSchool-ში გვაქვს უფასო კონსულტაცია. ეს არის მეგობრული საუბარი, სადაც ჩვენი გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან გაარკვიო, რამდენად არის IT მენეჯმენტი შენი ცხოვრების სტილის შესაფერისი.
2. საბაზისო ცოდნის მიღება
თუ გადაწყვეტ, რომ ეს შენი გზაა, ჩვენ არ გირჩევთ პირდაპირ ღრმა წყალში გადახტომას. ჯერ გაგაცნობთ იმ საბაზისო მასალებს და ლიტერატურას, რაც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნის Agile მეთოდოლოგიებსა და მართვის პრინციპებზე. ეს დაგეხმარება მიხვდე, რა გელოდება წინ და მოემზადო სიახლეებისთვის.
3. სწორი სასწავლო კურსის და გარემოს შერჩევა
სწავლა მხოლოდ ლექციების მოსმენა არ არის. ეს არის ნეთვორქინგი და ურთიერთობა ადამიანებთან, ვისაც იგივე მიზნები აქვს. პროექტების მენეჯმენტის კურსის არჩევისას მთავარია არა სილაბუსი, არამედ გარემო:
- ვინ გასწავლის?
- ვინ სწავლობს შენთან ერთად?
- რა ხდება სწავლის შემდეგ და როგორია დასაქმების მხარდაჭერა?
4. შექმენი შენი ახალი ციფრული იდენტობა
როცა მზად იქნები, ჩვენ დაგეხმარებით, რომ შენი გამოცდილება სწორად შეფუთო. LinkedIn პროფილის გამართვა და რეზიუმე არ არის უბრალოდ ფორმალობა ეს შენი ისტორიაა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ დამსაქმებელმა და რეკრუტერმა დაინახოს არა “დამწყები”, არამედ მოტივირებული პოტენციური ლიდერი.
5. სერტიფიცირება და გასაუბრება
AgileSchool-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის თავდაჯერებულობა, რომლითაც პირველ გასაუბრებაზე მიხვალ. ჩვენი გუნდი ბოლომდე შენ გვერდით იქნება – რეალური გასაუბრებების სიმულაციებითა და რჩევებით, სანამ არ იგრძნობ, რომ მზად ხარ შენი პირველი IT სამსახურისთვის.
ხანდახან ყველაზე რთული ნაბიჯი უბრალოდ დაწყებაა. შენ უკვე გაქვს ის უნარები, რაც წარმატებისთვის გჭირდება. ახლა მხოლოდ სწორი მიმართულებაა საჭირო.
თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოა და მზად ხარ ცვლილებებისთვის