15 საათი
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ახალი პროექტების ინიცირების პროცესს, ტრადიციულ, Agile და ჰიბრიდულ მართვის მიდგომებს, პროექტის პროგრესის მონიტორინგს, შესაბამის მეტრიკებსა და ინსტრუმენტებს. კურსი ასევე მოიცავს რისკების, დაინტერესებული მხარეების, რესურსების, ბიუჯეტისა და პროექტის კომუნიკაციის მართვის საკითხებს.
პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.
ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.
სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე
რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.