15 საათი
პროგრამა მიზნად ისახავს როგორც მოქმედი და მომავალი Product Owner-ების, ისე ბიზნესის წარმომადგენლების გაძლიერებას. მონაწილეები შეისწავლიან პროდუქტის სტრატეგიის ჩამოყალიბებას, განვითარების გეგმის შექმნას, პრიორიტეტიზაციას, მომხმარებლის ანალიზს, პროდუქტის მეტრიკების მართვასა და ბიზნესსა და ტექნოლოგიურ გუნდებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.
ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.
სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე
რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.