ცვლილებების მართვის პროგრამა

დაგეგმე ორგანიზაციული
სწავლება

15 საათი

პროგრამა მონაწილეებს აძლევს პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარება ცვლილების დაგეგმვაში, თანამშრომელთა რეაქციების მართვაში და ახალი მიდგომების ორგანიზაციაში მდგრადად დამკვიდრებაში. მონაწილეები შეისწავლიან ცვლილების სტრატეგიისა, წინააღმდეგობის მართვას, კომუნიკაციის დაგეგმვას, რისკების შეფასებასა და ცვლილების ეტაპობრივად დანერგვას.

როგორია ორგანიზაციული სწავლების პროცესი

AgileSchool-ის თითოეული კორპორატიული პროგრამა მორგებულია კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებსა და სამუშაო კონტექსტზე.
 
სწავლების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და პრაქტიკაზე ორიენტირებულად:

1. საჭიროებების ანალიზი

პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.

2. პროგრამის დიზაინი

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.

3. ლექციის მსვლელობა

სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე

4. რეპორტი

რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ ორგანიზაციაში გაიზრდება ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების თანმიმდევრულობა. ცვლილების მიზანი, მოსალოდნელი შედეგები და დანერგვის გზა უფრო გასაგები გახდება როგორც ხელმძღვანელებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

შეავსე მოთხოვნის ფორმა
და ჩვენი გუნდი 30 წუთში დაგიკავშირდება