15 საათი
ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს აძლევს ტრანსფორმაციის დაგეგმვისა და მართვისთვის საჭირო სისტემურ ხედვას. მონაწილეები შეისწავლიან ორგანიზაციის ციფრული სიმწიფის შეფასებას, პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენას, ტექნოლოგიური ინიციატივების პრიორიტეტიზაციას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და ტრანსფორმაციის Roadmap-ის ჩამოყალიბებას.
პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.
ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.
სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე
რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.