15 საათი
ბიზნეს კომუნიკაციების პროგრამა მონაწილეებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა ზეპირი, წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. პროგრამა მოიცავს მოლაპარაკების ხელოვნებას, ეფექტიან კომუნიკაციას, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარებს, ბიზნესწერას, ამბის თხრობის ტექნიკებს, დამაჯერებელ კომუნიკაციასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ხარისხიანი ტექსტებისა და გზავნილების შესაქმნელად.
პროგრამის დაწყებამდე ტარდება რამდნიმე ინტერვიუ და სამუშაო შეხვედრა, სადაც იდენტიფიცირდება ორგანიზაციის მიმდინარე გამოწვევები, პროცესები და განვითარების საჭიროებები.
ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ორგანიზაციაზე მორგებული სილაბუსი და სწავლების გეგმა.
სწავლების პროცესში თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ მუშაობასთან. მონაწილეები იმუშავებენ ორგანიზაციის რეალურ შემთხვევებზე, სიმულაციებზე და ჯგუფურ დავალებებზე
რეპორტი მოიცავს: მონაწილეთა ჩართულობის ანალიზს, ძირითადი აღმოჩენებისა და გამოწვევების შეჯამებას, გუნდური მუშაობის დინამიკის შეფასებას, შემდგომი განვითარების შესაძლო მიმართულებებს.