თუ ახლა იწყებ Scrum Master-ის როლში გადასვლას, მაშინ ალბათ უკვე იცი, რა არის Scrum Master და როგორ უნდა გახდე Scrum Master.

ამ სტატიაში გაგიზიარებ ინფორმაციას რამდენია Scrum Master-ის საშუალო ანაზღაურება, საქართველოში, აშშ-სა და ევროპაში.
ფაქტია, რომ Scrum Master-ის როლი ყოველწლიურად უფრო მოთხოვნადი ხდება და ანაზღაურებაც შესაბამისად იზრდება.
Scrum Master-ები უმეტესწილად დასაქმებულები არიან სრულად ტექნოლოგიურ, ან ისეთი ტიპის კომპანიებში, რომლებიც საოპერაციო საქმიანობას ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებენ. მაგალითად: ბანკები, სათამაშო ბიზნესი, Software development კომპანიები. შესაბამისად, Scrum Master არ არის ისეთივე მაღალანაზღაურებადი როლი, როგორც მაგალითად არის Developer-ების, Tech-lead-ებისა და სხვა.

ანაზღაურების განხილვა დავიწყოთ საქართველოთი
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ არის სრულფასოვანი კველევა ჩატარებული სქრამ მასტერების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამიტომ მთლიანად დავეყრდნობი ჩემ გამოცდილებას.
- Intern Scrum Master (თუ სტაჟირება ფასიანია) თვიური ანაზღაურება: 500 ლარი
- Junior Scrum Master – თვიური ანაზღაურება: 2000 ლარი
- Middle Scrum Master – თვიური ანაზღაურება: 3000 ლარი
- Strong Middle Scrum Master- თვიური ანაზღაურება: 4500 ლარი
- Senior Scrum Master – თვიური ანაზღაურება: 6500 ლარი
აშშ-ში Scrum Master-ების საშუალო ანაზღაურება:
- Scrum Master-ის მინიმალური წლიური ანაზღაურება: 70K USD
- Scrum Master-ის მაქსიმალური წლიური ანაზღაურება: 140K USD
- Scrum Master-ის საშუალო წლიური ანაზღაურება: 105K USD
ევროპაში Scrum Master-ების საშუალო ანაზღაურება:
- Scrum Master-ის მინიმალური წლიური ანაზღაურება: 50K EUR
- Scrum Master-ის მაქსიმალური წლიური ანაზღაურება: 78K EUR
- Scrum Master-ის საშუალო წლიური ანაზღაურება: 66K USD