როგორია Scrum Master-ის კომპეტენციის ევოლუცია

ბევრ ორგანიზაციაში Scrum Master-ები მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ თავიანთ რეალურ როლს. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ ახდენენ ისინი რეალური ცვლილებების მოხდენას? როგორ შეიძლება Scrum-მასტერმა გავლენა მოახდინოს გუნდსა და ორგანიზაციაზე ისე, რომ იგი ნამდვილი ლიდერი გახდეს? მოდი ერთად გავარკვიოთ როგორა Scrum Master-ის ქცევა მისი კომპეტენციის სხვადასხვა ეტაპზე. 

დამწყები Scrum Master

ეს არის Scrum Master რომელიც Agile-ის ახალ გარემოს ეცნობა. ის აქტიურად ეძებს ინფორმაციას, კითხულობს, გადის ტრენინგებს და ცდილობს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. თუმცა, როდესაც გუნდში რეალური პრობლემები იჩენს თავს, ის ხშირად ვერ პოულობს სწორ პასუხებს.

რა ქცევები და კომპეტენციებია მოსალოდნელი:

  • ეყრდნობა პროცესის მექანიკურ შესრულებას, რადგან გამოცდილება არ აქვს;
  • ვერ უმკლავდება კრიტიკულ კითხვებს და დაბნეულობას ავლენს.

რა გამოწვევებია მოსალოდნელი

  • გუნდი მის ხედვას ზედაპირულად აღიქვამს;
  • Scrum პროცესების მექანიკური შესრულება, ნამდვილი გაგების გარეშე;
  • კრიტიკული კითხვების წინაშე დაბნეულობა.

ენთუზიასტი Scrum Master

ამ ეტაპზე  Scrum Master უკვე ბევრად თავდაჯერებულია. მას სჯერა, რომ Scrum ყველა პრობლემის გადაჭრის გასაღებია და ცდილობს გუნდი და ორგანიზაცია აიძულოს ცვლილებებისკენ.

რა ქცევები და კომპეტენციებია მოსალოდნელი:

  • აქტიურად უჭერს მხარს Scrum-ის დანერგვას;
  • იყენებს ავტორიტეტულ წყაროებს არგუმენტად;
  • ცდილობს შეცვალოს ორგანიზაციული კულტურა ზედმეტი ძალისხმევით;
  • შეუძლია სხვების დარწმუნება, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს უკუკავშირს.

რა გამოწვევებია მოსალოდნელი

  • Scrum-ის პრინციპების ძალადობრივი დანერგვა;
  • გუნდის წევრებში წინააღმდეგობის გაღვივება;
  • Agile-ის “ქადაგება” რეალური საჭიროებების გათვალისწინების გარეშე.

სტრატეგი

Scrum Master ხვდება, რომ Agile-ის დანერგვა მხოლოდ წესების სწავლებით არ ხდება. ის იწყებს სტრატეგიულად ფიქრს, ეძებს მოკავშირეებს და ნელ-ნელა აყალიბებს რეალურ ცვლილებებს.

რა ქცევები და კომპეტენციებია მოსალოდნელი:

  • ცდილობს გაიგოს გუნდის და ორგანიზაციის საჭიროებები;
  • მუშაობს გავლენიან პირებთან, რათა ორგანიზაციული მხარდაჭერა მოიპოვოს;
  • აყალიბებს სტრატეგიულ გეგმებს Scrum-ის დასანერგად;
  • სწავლობს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს.

რა გამოწვევებია მოსალოდნელი

  • განსხვავებული ადამიანების მართვა;
  • ჯგუფური დინამიკის გაგება;
  • სტრატეგიული გავლენის გაძლიერება ორგანიზაციაში.

გუნდის აღმზრდელი

ამ ეტაპზე Scrum Master უკვე აცნობიერებს, რომ გუნდის ნამდვილი ზრდა მასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის ხელს უწყობს გუნდს თვითორგანიზებაში, ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

რა ქცევები და კომპეტენციებია მოსალოდნელი:

  • ახდენს გუნდის დამოუკიდებლობის წახალისებას;
  • ფოკუსირებულია გუნდური დინამიკის გაუმჯობესებაზე;
  • სწავლობს ფესილიტაციას და ქოუჩინგს;
  • ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლები თვითონ პოულობენ გამოსავალს.

რა გამოწვევებია მოსალოდნელი

  • გუნდის წევრების მოტივაცია;
  • რეტროსპექტივების ღირებულების ამაღლება;
  • Scrum-ის პრინციპების ღრმა გაგება და გუნდზე მორგება.

ცვლილებების აგენტი

ამ ეტაპზე Scrum Master უკვე აღარ არის მხოლოდ გუნდის მხარდამჭერი, არამედ უკვე ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ნაწილი ხდება. მას ესმის, რომ ცვლილება მხოლოდ გუნდში კი არა, მთელ კომპანიაში უნდა მოხდეს.

რა ქცევები და კომპეტენციებია მოსალოდნელი:

  • იწყებს მუშაობას სხვადასხვა განყოფილებებთან;
  • მუშაობს ბიზნეს ლიდერებთან და აღმასრულებლებთან;
  • აფართოებს Agile-პრაქტიკების გამოყენების არეალს;
  • აყალიბებს ორგანიზაციულ სტრატეგიებს Scrum-ის მასშტაბირებისთვის.

რა გამოწვევებია მოსალოდნელი:

  • მენეჯმენტთან სწორი კომუნიკაცია;
  • ბიზნესის საჭიროებების გააზრება;
  • Agile-ის პრინციპების მასშტაბურად დანერგვა.

ლიდერი

ეს არის Scrum Master,, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზაციის დონეზე ახდენს გავლენას, არამედ ქმნის საკუთარ უნიკალურ Agile-მიდგომებს. ის ხვდება, რომ Agile არ არის ერთჯერადი პროექტი, არამედ უწყვეტი პროცესის ნაწილია

რა ქცევები და კომპეტენციებია მოსალოდნელი:

  • ქმნის Agile-მოდელებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ გარემოს;
  • ორგანიზაციაში მუშაობს როგორც სტრატეგიული მრჩეველი;
  • აფართოებს Agile-ის გაგებას ბიზნესში;
  • განაგრძობს სწავლას და ახალი მიდგომების შემუშავებას.

რა გამოწვევებია მოსალოდნელი:

  • მუდმივი თვითგანვითარება;
  • ახალი იდეებისა და მიდგომების ტესტირება;
  • Agile-ის ღრმა ფილოსოფიის გააზრება და გადაცემა სხვებისთვის.

შეჯამებისკენ, რომ წავიდეთ Scrum Master-ობა მხოლოდ შეხვედრების ორგანიზება და წესების დაცვა არ არის. ეს პროფესია არის სავსე გამოწვევებით და ზრდის შესაძლებლობებით. ნამდვილმა Scrum Master-მა იცის, რომ ცვლილებების ნამდვილი ძალა სწორედ მასშია. 

არჩევანი კი ყოველთვის შენზეა. ან დარჩები უბრალოდ თეორიტიკოსი Scrum Master, რომელმაც ყველაფერი მხოლოდ წიგნების მიხედვით იცის, თუმცა ვერავინ ვერ აღგიქვამს ნამდვილ ლიდერად, თუ გახდები პრაგმატული, რეალური ცვლილებების მომტანი ლიდერი, რომელიც ორგანიზაციას წარმატების მიღწევაში ეხმარება.