12 ლექცია
24 საათი
კურსი შექმნილია დამწყები და მოქმედი ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის, რათა მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსი მოიცავს ინტერაქტიულ დისკუსიებს, Real-World მაგალითების ანალიზსა და სავარჯიშოებს ცოდნის გასამყარებლად.
1300 ₾
თუ ხარ ტექნოლოგიებით დაინტერესებული და გსურს სისტემური აზროვნების განვითარება, ეს კურსი იდეალური გზაა IT სფეროში პირველი პროფესიული ნაბიჯის გადასადგმელად.
თუ გინდა კარიერა გააგრძელო ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, კურსი გასწავლის როგორ გადააქციო შენი გამოცდილება ახალი კარიერის საფუძვლად.
თუ უკვე მუშაობ ტექ მიმართულებით, კურსი დაგეხმარება ბიზნეს ანალიტიკოსის როლის უკეთ გააზრებასა და ტექნიკური გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებაში.
თუ გაინტერესებს ბიზნეს ანალიტიკოსის როლი, სისტემების დაგეგმვა და მონაცემთა ორგანიზება, ამ კურსით მიიღებ ფართო ხედვას და კონკრეტულ ნაბიჯებს პროფესიული ზრდისთვის.
IT ბიზნესის ანალიტიკოსის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადია როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საშუალო თვიური ანაზღაურება მერყეობს 6,000₾-დან 15,000₾-მდე.
Glassdoor-ის 2024 წლის მონაცემებით, გლობალურად IT ბიზნეს ანალიზის საშუალო წლიური ანაზღაურება 25%-ით გაიზარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.
0-2 წლის გამოცდილება
3000-4000 ₾
2-4 წლის გამოცდილება
4000-8000 ₾
4+ წლის გამოცდილება
8000-12000 ₾
Jira – პროექტების მართვისთვის
დოკუმენტაციის წარმოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის თულები
გუნდური მუშაობისთვის
იდეების ვიზუალიზაციისა და ბიზნეს მოდელირებისთვის
კურსი იწყება გაცნობითი სესიით, სადაც განვიხილავთ BA-ს როლს, IT სფეროსა და
მიმდინარე ტრენდებს. ვისაუბრებთ, თუ ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი, მისი
პასუხისმგებლობები და ადგილი პროექტში და პროფესიის განვითარების
ტრაექტორია.
სტუდენტების გაცნობა და მომავალი ლექციების მიმოხილვა
BA-ს როლი და IT ეკოსისტემა კომპანიაში
მიმდინარე ტრენდები IT ინდუსტრიაში
ქვიზი
სესიაზე განვიხილავთ, თუ როგორ ხდება დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური
თანამშრომლობა რეალურ პროექტებში. ვისაუბრებთ, ვინ არიან სტეიკჰოლდერები,
როგორ ხდება მათი იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, და რა ტექნიკები
გამოიყენება მოთხოვნების სწორად შეგროვებისთვის.
დაინტერესებულ მხარეთა იდენტიფიცირება და მეპინგი
RACI მატრიცა - პასუხისმგებლობების განაწილება გუნდში
მოთხოვნათა შეგროვების ტექნიკები: ინტერვიუ, გამოკითხვა,
ვორქშოფი
ქვიზი
დეტალურად ვისაუბრებთ მოთხოვნების მართვის პროცესზე - ერთ-ერთ მთავარ
კომპეტენციაზე BA-ს საქმიანობაში. განვიხილავღ, თუ რა სახის მოთხოვნები
არსებობს, როგორ განსხვავდებიან ბიზნეს და ფუნქციური მოთხოვნები
ერთმანეთისგან, და როგორ აისახება ეს ყველაფერი პროფესიულ დოკუმენტაციაში.
მოთხოვნების ტიპები: ბიზნეს, ფუნქციური და არაფუნქციური
მოთხოვნები
BRD და FRD დოკუმენტაცია - სტრუქტურა, შინაარსი და შედგენის
პრინციპები
ქვიზი
პრაქტიკული დავალება
ლექციაზე განვიხილავთ მოთხოვნების დოკუმენტირების ორ ძირითად მეთოდს - Use Case-ებსა და User Story-ებს. ვისაუბრებთ, თუ როდის და როგორ გამოიყენება თითოეული მათგანი, როგორ იწერება სწორად, და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მათი სისრულე და მიღებადობა პროდუქტის გუნდში.
Use Case-ების სტრუქტურა და წერის წესები
User Story-ის ფორმატები და საუკეთესო პრაქტიკები
სისრულის კრიტერიუმები (Acceptance Criteria) - განმარტება და შედგენის მეთოდები
ქვიზი
პრაქტიკული დავალება
სესია შეეხება პროცესების ვიზუალური მოდელირების ძირითად ინსტრუმენტებსა და
მეთოდებს - BA-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარს. ვისაუბრებთ, თუ
როგორ აღიწერება და ანალიზდება არსებული პროცესები, როგორ იქმნება
გაუმჯობესებული სცენარები და რა სტანდარტული ნოტაციები გამოიყენება
პროფესიულ გარემოში.
Swimlane დიაგრამები და Process Flow - პროცესების ვიზუალიზაციის
საფუძვლები
BPMN მოდელირება - სტანდარტული ნოტაცია და მისი გამოყენება
პრაქტიკაში
As-is vs To-be ანალიზი - არსებული და სასურველი მდგომარეობის
შედარება
ქვიზი
პრაქტიკული დავალება
ლექციაზე განვიხილავთ IT პროექტების ძირითად მეთოდოლოგიებსა და
სასიცოცხლო ციკლის ფაზებს. ვისაუბრებთ, თუ როგორ მუშაობს Agile მიდგომა და
Scrum პრაქტიკაში, რა ფაზებისგან შედგება SDLC და სად და როგორ ერთვება BA
თითოეულ მათგანში.
Agile/ Scrum მეთოდოლოგია - პრინციპები, როლები და ცერემონიები
SDLC ფაზები - დაგეგმვიდან დანერგვამდე და მხარდაჭერამდე
BA-ის როლი SDLC-ის თითოეულ ფაზაში
ქვიზი
როგორ შეუძლია თანამედროვე AI ინსტრუმენტებს BA-ს სამუშაო პროცესის
გამარტივება და დაჩქარება და რა როლს ასრულებენ დღეს ისინი ყოველდღიურ
სამუშაოში. ვისაუბრებთ, რა პრაქტიკული ხელსაწყოები არსებობს დოკუმენტაციის,
ანალიზისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, და როგორ გამოვიყენოთ Prompt
ინჟინერია ეფექტურად - რეალური სამუშაო სცენარების საფუძველზე.
AI ინსტრუმენტები BA-სთვის - მიმოხილვა და პრაქტიკული
გამოყენების მაგალითები
Prompt ინჟინერიის პრინციპები - როგორ დავსვათ სწორი კითხვა AI-
სთან
რეალური ქეისების დემონსტრირება - AI ინტეგრაცია BA-ს
ყოველდღიურ სამუშაოში
ქვიზი
სესიაზე განვიხილავთ ტექნიკურ საფუძვლებს, რომლებიც BA-ს პრაქტიკულ
სამუშაოში აუცილებელია. ვისაუბრებთ, თუ რა არის REST API, როგორ იკითხება და
ინტერპრეტირდება API დოკუმენტაცია, და როგორ გამოვიყენოთ SQL-ის ბაზისური
ბრძანებები მონაცემებთან სამუშაოდ - ყველაფერი ეს ტექნიკური ცოდნის გარეშე,
BA-ს პერსპექტივიდან.
REST API - არქიტექტურის პრინციპები და მუშაობის ლოგიკა
API დოკუმენტაციის კითხვა - Endpoint-ები, Request/Response
სტრუქტურა და პრაქტიკული ინტერპრეტაცია
SQL მარტივი სელექტები - მონაცემების მოძიება და ფილტრაცია BA-ს
ამოცანებისთვის
ქვიზი
ვისაუბრებთ, თუ როგორ გადაადგილდება მონაცემები სისტემებს შორის, როგორ
ხდება მათი სტრუქტურირება და დაკავშირება, და როგორ იკითხება და
ინტერპრეტირდება ვიზუალური Dashboard-ები გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.
მონაცემთა მოძრაობის ციკლი - წყაროდან დამუშავებამდე და
გამოყენებამდე
მონაცემთა მეპინგი - სისტემებს შორის კავშირების აღწერა და
დოკუმენტირება
Dashboard-ის ანალიზი - მეტრიკების კითხვა და ბიზნეს
გადაწყვეტილებებთან დაკავშირება
ქვიზი
პრაქტიკული დავალება
სესიაზე განვიხილავთ პროდუქტის ვიზუალიზაციისა და BA-ს ყოველდღიური
სამუშაოს მხარდამჭერ ინსტრუმენტებს. ვისაუბრებთ, თუ რა სახის პროტოტიპები
არსებობს და როდის გამოიყენება თითოეული, როგორ აჩქარებს AI
პროტოტიპირების პროცესს, და რა ძირითადი ხელსაწყოები უნდა იცოდეს BA-მ
პროფესიულ გარემოში.
პროტოტიპის სახეობები - Low-fidelity-დან High-fidelity-მდე და გამოყენების
სცენარები
პროტოტიპირება AI-ის მეშვეობით - პროცესის დაჩქარება და პრაქტიკული
დემონსტრირება
BA ინსტრუმენტების მიმოხილვა - Jira, Miro, Confluence და draw.io
პრაქტიკაში
ქვიზი
ლექცია დაეთმობა გუნდურ სამუშაოს KATA ფორმატში, სადაც სტუდენტები
შეძლებენ იმუშაონ პროდუქტის გაუმჯობესებაზე ბიზნეს ანალიტიკოსის
გადმოსახედიდან.
გუნდური სამუშაო
კურსი სრულდება საბოლოო დავალების ინდივიდუალური პრეზენტაციებით.
პროექტის ინდივიდუალური პრეზენტაციები