12 ლექცია
24 საათი
კურსი შექმნილია დამწყები და მოქმედი ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის, რათა მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსი მოიცავს ინტერაქტიულ დისკუსიებს, Real-World მაგალითების ანალიზსა და სავარჯიშოებს ცოდნის გასამყარებლად.
1400 ₾
თუ ხარ ტექნოლოგიებით დაინტერესებული და გსურს სისტემური აზროვნების განვითარება, ეს კურსი იდეალური გზაა IT სფეროში პირველი პროფესიული ნაბიჯის გადასადგმელად.
თუ გინდა კარიერა გააგრძელო ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, კურსი გასწავლის როგორ გადააქციო შენი გამოცდილება ახალი კარიერის საფუძვლად.
თუ უკვე მუშაობ ტექ მიმართულებით, კურსი დაგეხმარება ბიზნეს ანალიტიკოსის როლის უკეთ გააზრებასა და ტექნიკური გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებაში.
თუ გაინტერესებს ბიზნეს ანალიტიკოსის როლი, სისტემების დაგეგმვა და მონაცემთა ორგანიზება, ამ კურსით მიიღებ ფართო ხედვას და კონკრეტულ ნაბიჯებს პროფესიული ზრდისთვის.
IT ბიზნესის ანალიტიკოსის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადია როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საშუალო თვიური ანაზღაურება მერყეობს 6,000₾-დან 15,000₾-მდე.
Glassdoor-ის 2024 წლის მონაცემებით, გლობალურად IT ბიზნეს ანალიზის საშუალო წლიური ანაზღაურება 25%-ით გაიზარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.
0-2 წლის გამოცდილება
3000-4000 ₾
2-4 წლის გამოცდილება
4000-8000 ₾
4+ წლის გამოცდილება
8000-12000 ₾
Jira – პროექტების მართვისთვის
დოკუმენტაციის წარმოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის თულები
გუნდური მუშაობისთვის
იდეების ვიზუალიზაციისა და ბიზნეს მოდელირებისთვის
კურსი იწყება გაცნობით სესიით, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. განიხილება, ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი და რა არის მისი როლი და პასუხისმგებლობა.
მონაწილეების ბექგრაუნდის გაზიარება
ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მისი როლი და პასუხისმგებლობა
გუნდის წევრებთან ურთიერთობის სტრატეგიები
პრაქტიკული დავალება
განვიხილავთ, როგორ უნდა დავიწყოთ ამოცანის კვლევა და რა პუნქტებსა და დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ამოცანის პირობების დაშლა და გააზრება
არსებულ ფუნქციონალში ცვლილების შეტანა
პრაქტიკული მაგალითების განხილვა
სესიაზე განვიხილავთ როგორ დავიწყოთ მუშაობა პროდუქტზე და ვთარგმნოთ მოთხოვნები ტექნიკურ ენაზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლის ანალიზი (SDLC)
User Story სტრუქტურის განხილვა
Acceptance Criteria წერის სტანდარტი
პროდუქტული *As a … I want to … so that…* დაწერა
ტექნიკური *Given … When … Then …* დაწერა
პრაქტიკული დავალება
მონაწილეები გააანალიზებენ რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ ბიზნეს პროცესებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ერთერთ მაგალითზე იმუშავებენ და შექმნიან ბიზნეს პროცესის დიაგრამას.
ბიზნეს პროცესების ანალიზის საფუძვლები
დიაგრამის წინასწარ შეთანხმების მნიშვნელობა
არასწორად შექმნილი პროცესების იდენტიფიკაცია და ანალიზი
Case analysis
პრაქტიკული დავალება
განვიხილავთ BPMN დიაგრამებს. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ ხდება პროცესების მოდელირება და გააანალიზებენ განსხვავებას To Be და As Is დიაგრამებს შორის.
პროცესების ანალიზი და Flow-ების იდენტიფიცირებ
To Be vs. As Is დიაგრამები
პრაქტიკული დავალება
მონაწილეები იმუშავებენ Advanced BPMN მოდელირებაზე და დახვეწენ უკვე შექმნილ დიაგრამებს.
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
დავალება: არსებული დიაგრამების დახვეწა და გაუმჯობესება
პრაქტიკული დავალება
განვიხილავთ ქეისს – რა ინფორმაცია გადაეცემა პროცესის მოქმედ პირებს, როგორ ხდება მისი დამუშავება და გადამოწმება. განვიხილავთ, რა განსხვავებაა მონაცემს, პარამეტრსა და ინფორმაციას შორის.
Case analysis
ბიზნეს პროცესში მოქმედი პირების იდენტიფიკაცია
ინფორმაციის გაცვლა მოქმედ პირებს შორის
რა არის მონაცემი, პარამეტრი და ინფორმაცია?
როგორია რელაციური და NoSQL მონაცემთა ბაზები.
რელაციური vs. NoSQL მონაცემთა ბაზები
მონაცემთა ორგანიზება და სტრუქტურირება
განვიხილავთ HR სქემას. ყურადღება დაეთმობა Select, Join და Where ოპერაციებს, ასევე, განხილული იქნება Primary Key და Foreign Key კონცეფციები.
HR სქემის ანალიზი
მარტივი სელექთების დაწერა
Primary Key vs. Foreign Key
პრაქტიკული დავალება
სესიაზე მონაწილეები იმუშავებენ ქეის ანალიზზე. გაანალიზდება, როგორ ხდება მონაცემების მართვა და პროცესის სწორად ორგანიზება.
სისტემაში რეგისტრაციის ლოგიკა
მონაცემთა მართვის პროცესები
სესია დაეთმობა Notification სისტემებს. განვიხილავთ, რა დროს იგზავნება შეტყობინებები, როგორ ხდება მათი გენერირება და რატომ არის საჭირო ვალიდაციები. განვიხილავთ ისეთ ქეისებს, რომელშიც ნათლად ჩანს ვალიდაციის როლი პროცესში.
როდის იგზავნება შეტყობინებები
ვალიდაციების საჭიროება და მათი გავლენა სისტემის უსაფრთხოებაზე
როგორი შეტყობინებები უნდა გამოვიტანოთ ხარვეზის შემთხვევაში
Case Analysis
პრაქტიკული დავალება
მონაწილეები შეისწავლიან, როგორ ხდება Backend და Frontend კომპონენტების ტესტირება და API-ს დოკუმენტაციის შექმნა.
Backend და Frontend კომპონენტების ტესტირების პრინციპები
API-ს და სისტემის დოკუმენტაციის შექმნა
პრაქტიკული დავალება
სესიაზე დავფარავთ ქეისს, რომელიც შედგება რთული ბიზნეს პროცესებისგან და საჭიროებს ვალიდაციებს. გააანალიზებენ, რა მონაცემებია საჭირო და როგორ უნდა იმართებოდეს პროცესი.
პროცესის ანალიზი
საჭირო მონაცემთა იდენტიფიცირება
ფინალური გამოცდა
ფინალური პრეზენტაცია:
მონაწილეების საბოლოო პროექტების პრეზენტაცია
კურსის შეჯამება და უკუკავშირი