დღეს Jira და Confluence პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია სამუშაო პროცესის სწორი და ეფექტური მართვისთვის.
ამ ინსტრუმენტებს იყენებსფაქტობრივად ყველა Top კომპანია, შესაბამისად მათი ცოდნა ნიშნავს იმას, რომ შენ მუშაობ იმავე სტანდარტით, რაც მოწინავე კომპანიებს აქვთ.
ამ ინსტრუმენტების ცოდნით შენ შეძლებ:
- სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას
- გუნდის წევრების performance-ის შეფასება
- რიცხვებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ირებას
- პროექტებისა და პროდუქტების პროგნოზირებად მიწოდებას
- და სხვა ფაქტრობრივად ნებსიმიერი საქმის ორგანიზებას
ხომ გახსოვს, რომ ხშირად სულ მცირე წესრიგი ქმნის დიდი ცვლილების საფუძველს
გაეცანი ბლოგს და გახდი კონკურენტული:
დღეს Jira და Confluence ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია სამუშაო პროცესის სწორი და ეფექტური მართვისთვის. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პროდუქტების განვითარება, მარკეტინგული კამპანიები, მომხმარებელთა მხარდაჭერა თუ შიდა ადმინისტრაციული საქმეები.
ისინი გამოიყენება ყველა ტიპის ორგანიზაციაში — ტექნოლოგიური გიგანტებიდან დაწყებული, ჩვეულებრივ მცირე კომპანიებამდე. მათი ცოდნა ნიშნავს იმას, რომ შენ მუშაობ იმავე სტანდარტით, რაც მოწინავე კომპანიებს აქვთ.
Jira და Confluence ქმნის ერთიან სამუშაო სივრცეს, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, დალაგებული და გამჭვირვალე.

რატომ არის ღირებული Jira-სა და Confluence-ის სწავლა?
თუ მართავ სხვადასხვა პროდუქტებსა, თუ პროექტებს, ან გინდა, რომ შენი დეპარტამენტის სამუშაო პროცესები მოაწესრიგო, ან უბრალოდ გინდა, რომ დაეუფლო პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მართვის ინსტრუმენტებს, მაშინ აუცილებლად გააგრძელე სტატიის კითხვა.
Jira დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია. თანამედროვე კომპანიების 70%-ზე მეტი მას იყენებს პროცესების მართვისთვის, დავალებების მონიტორინგისა და სამუშაო ნაკადების სტრუქტურირებისთვის. Confluence კი საუკეთესო არჩევანია დოკუმენტაციის, შეხვედრების ჩანაწერების და ცოდნის ბაზების მართვისთვის
სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და გამჭვირვალობა
Jira და Confluence შეგიძლია გამოიყენო სტრუქტურირებული სამუშაო ნაკადების მართვისთვის, სადაც ყველა დავალება, სტატუსი და მოლოდინი მკაფიოდ ჩანს. გუნდი ხედავს საერთო სურათს და აღარ მუშაობს ინტუიციით.
გუნდის წევრების performance-ის შეფასება
Jira ავტომატურად აგენერირებს მეტრიკებს და პროგრესის მონაცემებს. შეგიძლია დააკვირდე როგორა გუნდისა, თუ ინდივიდების სამუშაო დატვირთვა, როგორ სრულდება დავალებები და სად სჭირდება გუნდს მხარდაჭერა.
რიცხვებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
რომელი ტიპის დავალებები ჭამს ყველაზე მეტ დროს, სად არის ბლოკერები, რა ვერ სრულდება დროულად. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გუნდი ახერხებს უკეთე დაგეგმარებას და რესურსების გადანაწილებას
გამჭვირვალე სამუშაო პროცესი
ყველა დავალება, სტატუსი, კომენტარი და რელევანტური ინფორმაცია ერთ სივრცეშია.
პროექტებისა და პროდუქტების პროგნოზირებადი მიწოდება
გეგმისა და სტატუსების რეგულარული თვალყურის დევნება იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას — როდის დასრულდება კონკრეტული პროდუქტი, რა ბლოკავს დეველოპმენტ და როგორ უნდა ჩაერთოს საჭირო მხარე.
დეპარტამენტების შიდა პროცესების ოპტიმიზაცია
შესაძლებელია, თითოეული დეპარტამენტისთვის შეიქმნას გამჭვირვალე პროცესები და სამუშაო სტანდარტები. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მარკეტინგი, შესყიდვები, ადამიანური რესურსები და ა.შ.
ხშირად ცვლილება ერთი სწორი ნაბიჯით იწყება, ამიტომ პლანეტაზე ყველაზე მოთხოვნადი მართვის ინსტრუმენტის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა აუცილებლად გაგიმარტივებს სამუშაო პროცესებს, შენ კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადამიანი გახდები სამსახურში.
თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოა და მზად ხარ ცვლილებებისთვის, მაშინ გაიარე რეგისტრაცია და შემოგვიერთდი სასწავლო კურსზე: https://agileschool.ge/inside-the-atlassian-ecosystem/