ადამიანებთან შეხვედრები, პროცესების კოორდინაცია, ანგარიშებზე ხელმოწერა, რესურსების გადანაწილება, შეკითხვებზე პასუხი — თუ შენ ხარ მენეჯერი, დიდია შანსი, რომ დღე იწყება და მთავრდება ოპერაციულ ქაოსში.
და ის, რაც მართლა ღირებული და სტრატეგიულია შენი როლისთვის, ფიქრი, ანალიზი და განვითარება, მუდმივად უკანა პლანზე რჩება.
მაგრამ იმავე დროს, შენსავით დაკავებული სხვა მენეჯერები აქტიურად იყენებენ AI ინსტრუმენტებს დროის დასაზოგად და პროცესების ავტომატიზაციისთვის.
McKinsey-ის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, AI-ს ინტეგრაციამ მართვაში საშუალოდ 20–40%-ით გააუმჯობესა გადაწყვეტილების სისწრაფე და 30%-ით შეამცირა არასაჭირო დრო ოპერაციულ ამოცანებზე.
რა პრობლემებს აგვარებს AI და პროცესების ავტომატიზაცია მენეჯმენტში?
რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც AI ტექნოლოგიები უკვე ამსუბუქებენ:
- დროის დაკარგვა ადმინისტრაციულ ამოცანებზე, შეხვედრების ჩანიშვნა, მონაცემების შეყვანა, სტატუს-რეპორტების მომზადება — ეს საქმიანობა შეიძლება სრულად ავტომატიზდეს.
- ინფორმაციის მოძიება და დაჯგუფება – როცა ბევრი წყაროა და ერთი პასუხის პოვნა გინდა, AI ამ კითხვას წამებში პასუხობს, შენ კი რამდენიმე საათს ზოგავ.
- დუბლირებული პროცესები გუნდში – ავტომატური workflow-ები ხელს უშლიან პროცესების გამეორებას და ზრდიან გამჭვირვალობას.
- გადაწყვეტილების სიმძიმე – AI-ის დახმარებით შეგიძლია მიიღო წინასწარი ანალიზი, ვარიანტები, რისკები — და დროის 80% გადაჭრის ნაცვლად გაატარო არჩევანში.
- თანამშრომლების კითხვებზე პასუხი – ჩატბოტის მსგავსი სისტემები და knowledge base-ები რთულ კითხვებსაც კი პასუხობენ, შენ კი ნაკლებად ეხმიანები ერთსა და იმავე თემებს.
როგორ უმჯობესდება მენეჯერის ეფექტიანობა AI-ის დახმარებით?
- შენი დრო უკეთ ნაწილდება – ავტომატიზებული ამოცანები ათავისუფლებს დღის დიდ ნაწილს და სტრატეგიულად ფიქრის საშუალებას გაძლევს.
- გადაწყვეტილებები ხდება უფრო სწრაფი და ინფორმირებული – ბევრი AI ინსტრუმენტი დღეს უკვე გაძლევს რისკების შეფასებას, ალტერნატიული ვარიანტების შედარებას და სავარაუდო შედეგების პროგნოზირებას.
- გუნდური კომუნიკაცია უმჯობესდება – სტანდარტულ კითხვებზე სტანდარტული პასუხები აღარ გართმევს დროს.
- სწავლობ, როგორ შექმნა ავტომატიზებული პროცესები, რომლებიც შენზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სისტემურად მუშაობს.
დღევანდელ პირობებში მენეჯერის რეალური ღირებულება იმაში კი არ მდგომარეობს, რამდენ კითხვაზე პასუხობს ან რამდენ ადამიანთან ისაუბრა შეხვედრაზე. მისი ღირებულება იზომება იმით, როგორ აშენებს თვითმართვად სისტემებს, სადაც ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ხშირად ცვლილება ერთი სწორი ნაბიჯით იწყება, ამიტომ გაიარე კურსი “AI and Automation for Managers” და ისწავლე, როგორ გაამარტივო პროცესები, გააუმჯობესო გუნდის შედეგები და გახდე მენეჯერი, რომელიც დროის მართვას კი არა, დროის შექმნას სწავლობს: https://agileschool.ge/ai-for-managers/