გამარჯობა, მე ალექსი ვარ, შენი მომავალი ლექტორი. მიხარია, რომ IT პროექტების მართვის სამყარომ დაგაინტერესა. ალბათ, შენც გიფიქრია, რას აკეთებს პროექტის მენეჯერი, როცა მის გარშემო დიზაინერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები ტექნიკურ დეტალებზე საუბრობენ? მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ გემის კაპიტნები ვზრუნავთ, რომ გუნდმა იცოდეს, საით მივცურავთ, გზად შტორმებს ავარიდოთ თავი და საბოლოოდ, დანიშნულების ადგილას ზუსტად დროულად მივიდეთ.
ამ ბლოგში მინდა გიამბო, თუ რას გავივლით ჩვენს სასწავლო კურსზე და რა ცოდნასა და უნარებს შეიძენ, რომლებიც ამ დინამიკურ პროფესიაში წარმატების მისაღწევად გჭირდება.

ნაბიჯი 1: საფუძვლების ათვისება
ჩვენს პირველ შეხვედრებზე პროექტების მართვის საძირკველს შევისწავლით. გავარკვევთ, რა არის პროექტი და რატომ იწყებენ მას კომპანიები. ვისაუბრებთ მთავარ როლებზე – ვინ არის სპონსორი, ვინ არიან სტეიკჰოლდერები და რა ფუნქცია აკისრია PMO-ს (Project Management Office). რაც მთავარია, Stacey Model-ის დახმარებით ვისწავლით, როგორ შევარჩიოთ პროექტისთვის სწორი მართვის მიდგომა, რადგან ყველა პროექტი უნიკალურია და თავისებურ მიდგომას საჭიროებს.
ნაბიჯი 2: პროექტის დაწყება და დაგეგმვა
იდეიდან რეალობამდე პირველი ნაბიჯების გადადგმას ვისწავლით. შენ შექმნი შენს პირველ Project Charter-სა და Business Case-ს – დოკუმენტებს, რომლებიც პროექტის მიზნებსა და ღირებულებას განსაზღვრავს. ამის შემდეგ, გადავალთ დაგეგმვის ყველაზე საინტერესო ნაწილზე: შევაგროვებთ მოთხოვნებს, დავშლით პროექტს მართვად ამოცანებად (WBS – Work Breakdown Structure), შევადგენთ პროექტის დეტალურ გეგმას Gantt Chart-ის გამოყენებით, დავთვლით ბიუჯეტს და, რაც მთავარია, ვისწავლით რისკების მართვას, რათა მოულოდნელობებისთვის მზად ვიყოთ.
ნაბიჯი 3: შეისწავლი პროექტის მართვის Agile მიდგომებს
დღეს ტექნოლოგიური სამყარო წარმოუდგენელია Agile-ის გარეშე. ჩვენ ჩავუღრმავდებით Agile-ის მანიფესტოს და გავიგებთ, რატომ ამბობს თანამედროვე ბიზნესი უარს გრძელვადიან, ფიქსირებულ გეგმებზე და ირჩევს მოქნილობას. შენ შეისწავლი MVP (Minimum Viable Product) კონცეფციას და ნახავ, როგორ დაიწყეს თავიანთი გზა ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Spotify და Dropbox. ამის შემდეგ კი სრულად ჩავეშვებით Scrum-ში – ყველაზე პოპულარულ Agile ფრეიმვორქში. ერთად გავივლით Scrum-ის ყველა რიტუალს: Sprint Planning, Daily Stand-up, Sprint Review და Sprint Retrospective. შენ ისწავლი Product Backlog-ის შედგენას, User Story-ების წერას და პრიორიტეტიზაციის ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა MoSCoW და Impact-Effort Matrix.
ნაბიჯი 4: გუნდის მუშაობის შეფასება და პროგრესის გაზომვა
პროექტის მენეჯერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ესმოდეს, რა სიჩქარით მუშაობს მისი გუნდი. ჩვენ ვისწავლით ამოცანების შეფასების სხვადასხვა ტექნიკას – Story Points, T-Shirt Sizing და Planning Poker-ს. შენ გაიგებ, რა არის გუნდის Velocity (სიჩქარე) და Capacity (მოცულობა) და როგორ გამოიყენო ეს მონაცემები პროექტის დასრულების თარიღის რეალისტურად პროგნოზირებისთვის. ასევე, დაეუფლები რეპორტინგის ინსტრუმენტებს, როგორიცაა Burn Down და Velocity Chart, რომლებიც შენი მთავარი დამხმარე გახდება პროგრესის ვიზუალიზაციაში.
და ბოლოს, შენი ფინალური პროექტი
კურსის კულმინაცია იქნება შენი დამოუკიდებელი პროექტი. შენ აირჩევ იდეას და ნულიდან შექმნი მისი მართვის სრულყოფილ გეგმას. მოამზადებ პროექტის ჩარტერს, შეადგენ WBS-ს, დახატავ Gantt Chart-ს, შექმნი პროდუქტის ბექლოგს User Story-ებით და დაგეგმავ პირველ სპრინტს. ეს იქნება შენი პირველი, სრულფასოვანი ნამუშევარი, რომელსაც თამამად დაამატებ პორტფოლიოში და რომელიც დაგიდასტურებს, რომ მზად ხარ, ნებისმიერ IT პროექტს უხელმძღვანელო.
იმედი მაქვს, მალე შევხვდებით და ერთად დავიწყებთ ამ საინტერესო მოგზაურობას პროექტების მართვის სამყაროში!
კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევი ბმულს: https://agileschool.ge/it-project-management/