ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა „პროდუქტის მფლობელი“ (Product Owner), მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს როლი? ამ ბლოგში კი ზუსტად ის მინდა გიამბო, თუ რას გავივლით ჩვენს სასწავლო კურსზე და როგორ გაიზრდები დამწყებიდან პროფესიონალ PO-მდე, რომელიც მზადაა ბაზრის გამოწვევებისთვის.
ნაბიჯი 1: პროდუქტული აზროვნების ჩამოყალიბება და Agile
ყველაფერი იწყება აზროვნების ცვლილებით. პირველ შეხვედრებზე ჩვენ ვისწავლით განსხვავებას Project და Product Thinking-ს შორის. შენ გაიგებ, რატომ არის მნიშვნელოვანი ფოკუსირება არა მხოლოდ შედეგზე (Output), არამედ იმ რეალურ ღირებულებაზე, რომელსაც მომხმარებელს ვაძლევთ. განვიხილავთ ისეთ რეალურ ქეისებს, როგორიცაა Slack-ის ისტორია.
პარალელურად, საფუძვლიანად შევისწავლით Agile ფილოსოფიას და Scrum-ს. შენ გაიაზრებ, რა არის სპრინტი, როგორია PO-ს როლი რიტუალებში და რით განსხვავდება შენი პასუხისმგებლობები Product Manager-ისგან.
ნაბიჯი 2: იდეიდან მომხმარებლის საჭიროებამდე
კარგი პროდუქტი ჰაერიდან არ ჩნდება. ჩვენ ვისწავლით, როგორ ჩამოვაყალიბოთ პროდუქტის ხედვა და შევქმნათ Roadmap. თუმცა, მხოლოდ ხედვა საკმარისი არ არის. კურსის ამ ნაწილში შენ გახდები „მკვლევარი“: ისწავლი მომხმარებლის ინტერვიუს ჩატარებას, ჰიპოთეზების შექმნას და მონაცემებზე დაყრდნობით მათ გადამოწმებას. ჩვენ გამოვიყენებთ Design Thinking-ის ელემენტებს, რათა ზუსტად ამოვიცნოთ, რა სტკივა მომხმარებელს და როგორ ვუმკურნალოთ მას ჩვენი პროდუქტით.
ნაბიჯი 3: პრიორიტეტიზაცია, ბექლოგი და ტექნიკური მხარე
Product Owner-ის ერთ-ერთი მთავარი „სუპერძალა“ პრიორიტეტების განსაზღვრაა. როცა უამრავი იდეა და მოთხოვნა გაქვს, როგორ უნდა გადაწყვიტო, რა გაკეთდეს პირველად? აქ დაგვეხმარება RICE, Kano და MoSCoW ჩარჩოები. შენ ისწავლი Product Backlog-ის, როგორც შენი მთავარი ინსტრუმენტის მართვას. ჩვენ პრაქტიკულად დავწერთ User Story-ებს, განვსაზღვრავთ Acceptance Criteria-ს და ვისწავლით, რა არის MVP (Minimum Viable Product). ასევე, შევეხებით ტექნიკურ დეტალებსაც, რათა დეველოპერებთან ერთ ენაზე საუბარი და Technical Debt-ის მართვა შეძლო.
ნაბიჯი 4: სტრატეგია, ანალიტიკა და AI პროდუქტის გაშვება მხოლოდ დასაწყისია.
როგორ გავიგოთ, წარმატებულია თუ არა ის? ჩვენ ჩავუღრმავდებით პროდუქტის მეტრიკებსა და KPI სისტემებს, ვისწავლით ბაზრის მოცულობის (TAM, SAM, SOM) შეფასებას და მონაცემების ინტერპრეტაციას.
რაც მთავარია, კურსი მოიცავს უახლეს ტენდენციებს, AI პროდუქტის მენეჯმენტში. შენ ისწავლი Prompt Engineering-ს და AI ინსტრუმენტების გამოყენებას კვლევის, ანალიტიკისა და ყოველდღიური რუტინის გასამარტივებლად. ასევე, ვისწავლით Stakeholder-ების მართვას და ბაზარზე გასვლის (Go-to-Market) სტრატეგიებს.
და ბოლოს, შენი ფინალური პროექტი კურსის კულმინაცია იქნება შენი ინდივიდუალური პროექტი, სადაც თეორიას პრაქტიკად აქცევ. შენ ნულიდან გაივლი პროდუქტის შექმნის სრული ციკლს:
- ჩამოაყალიბებ პროდუქტის ხედვას და ჩაატარებ კვლევას;
- განსაზღვრავ MVP-ს და დაწერ User Story-ებს;
- შეიმუშავებ ანალიტიკისა და ზრდის გეგმას. ეს იქნება შენი პორტფოლიოს პირველი სერიოზული ნამუშევარი, რომელსაც პრეზენტაციის სახით წარუდგენ აუდიტორიას.
იმედი მაქვს, მალე შევხვდებით და ერთად დავიწყებთ ამ საინტერესო მოგზაურობას პროდუქტების მართვის სამყაროში!
კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევი ბმულს: AgileschoolProduct Owner – Agileschool