რას ნიშნავს Try Guy სინდრომი

ბიზნესისა და ლიდერობის სამყაროში არსებობს გავრცელებული აზროვნების სტილი, რომელიც ხშირად აფერხებს პროგრესს: ეს არის “Try Guy” სინდრომი. ეს არის შეუმჩნეველი, მაგრამ დესტრუქციული მიდგომა, როდესაც ადამიანები, ან გუნდები ცდილობენ რაღაც ახლის დაწყებას ნახევარი ძალისხმევით და ნულოვანი პასუხისმგებლობით. ერთი შეხედვით, “ცდა” შეიძლება პროაქტიულად და უწყინრად ჟღერდეს – ბოლოს და ბოლოს, განა ცდა უკეთესი არაა, ვიდრე არაფრის კეთება? […]

ბიზნეს ტრანსფორმაციის ტენდენციები საქართველოში 2025 წლისთვის

2024 წლის ბოლოს საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ბაზრის ცოდნასა და ეფექტურ მენეჯმენტზე, არამედ სწრაფი ადაპტაციის უნარზეც. ეს გამოწვევა ეხება ყველა სექტორს და მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებებს მართვის მიდგომებში. კომპანიებისთვის კრიტიკული ხდება არა მხოლოდ რესურსების ეფექტური გამოყენება, არამედ ინოვაციური მიდგომების დანერგვა რისკების მართვისა და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. ამ კონტექსტში, […]

Definition of Done: 10 მითი, რომელიც შენს პროდუქტს აზიანებს

ოდესმე გიფიქრია, რატომ გამოუვიდა ზოგიერთ გუნდს მაგარი პროდუქტი, ხოლო ზოგს – არა? საქმე ისაა, რომ წარმატებული პროდუქტის უკან ყოველთვის დგას კარგად განსაზღვრული ხარისხის სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტების განსაზღვრაში გვეხმარება Definition of Done (DoD). გადავწყვიტე გაგიზიარო 10 ყველაზე გავრცელებული მითი DoD-ის შესახებ, რომელთა გაცნობაც დაგეხმარება თავი აარიდო ტიპურ შეცდომებს შენს პროექტებში. მითი 1: DoD საჭიროა მხოლოდ […]

და მაინც რატომ უნდა გადავანაწილოთ დავალებები სხვებზე?

ბევრი დავალების დამოუკიდებლად შესრულება შეიძლება სასიამოვნოც კი იყოს – ეს გვაძლევს კომპეტენტურობის შეგრძნებას, კონტროლის განცდას და საშუალებას სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასეთი მიდგომა კარგად მუშაობს, სანამ ორგანიზაცია ან გუნდი პატარაა, რადგან ერთ ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს ყველაფერი და სწრაფად მიიღოს ხარისხიანი გადაწყვეტილებები. თუმცა, გუნდისა და ბიზნესის ზრდასთან ერთად იწყებს მუშაობას “Blind Spot-ები”. ეს ნიშნავს, რომ მენეჯერისთვის რთული […]

ცვლილებების შიში და ტრანსფორმაციის ანატომია

წარმოიდგინე 1988 წლის სცენა: მასწავლებლები დგანან სკოლის წინ პლაკატებით “არა კალკულატორებს” დღეს ეს სურათი გვაღიმებს, მაგრამ იმავდროულად გვაფიქრებს, რამდენი ინოვაცია უარვყავით შიშის გამო? რამდენი კომპანია გაქრა ბაზრიდან, რადგან ვერ მოერგო ცვლილებებს? რატომ არის ცვლილება გადარჩენის საკითხი? Kodak-მა თავად გამოიგონა ციფრული ფოტოაპარატი, მაგრამ უარი თქვა მის განვითარებაზე ტრადიციული ბიზნესის დაცვის მიზნით. შედეგი? 2012 წელს კომპანია გაკოტრდა. […]

სსკ-ის 115-ე მუხლი: როგორ მივიყვანოთ Agile თვითმკვლელობამდე

თავდაპირველად ვაპირებდი დამეწერა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ სწორად და ეფექტურად Development პროცესი Agile მეთოდოლოგიების გამოყენებით. თუმცა, სტატიაზე მუშაობის დროს, გამახსენდა Agile-ის დანერგვის რამდენიმე ტიპიური შეცდომა, რომლებიც თუ არ გაანადგურებენ, გარანტირებულად გააფუჭებენ შედეგს. ამიტომ, უკუპრინციპის თანახმად, გადავწყვიტე დამეწერა მათ შესახებ. გადააქციე ფორმალობად დავუშვათ, რომ ვიღაც ხელმძღვანელმა წაიკითხა ბევრი ლიტერატურა Agile-ზე და ახლა იწვის […]

5 მიზეზი, რატომ უნდა გაიარო ციფრული პროექტების მართვა Scrum Framework-ით

გამარჯობა. მე ნინი ვარ, პრო-კრედიტ ბანკის სქრამ მასტერი და AgileSchool-ის “ციფრული პროექტების მართვა Scrum Framework-ით” კურსის ლექტორი. 4+ წელია, რაც Agile პროექტების მართვაში ვარ ჩართული და ვიცი, რა გრძნობაა, როცა იდეა რეალობად იქცევა, როცა გუნდი ერთიანდება საერთო მიზნისთვის, და როცა პროექტი წარმატებით სრულდება. მინდა, გაგიზიარო და გაჩვენო, როგორ შეიძლება გახდე ამ პროცესის ნაწილი. განვიხილოთ 5 […]

სახელების ძალა: როგორ მოქმედებს სახელი გუნდის იდენტობასა და ქცევაზე

წარმოიდგინე, რომ შენ ხარ “ინოვაციების ლაბორატორიის” წევრი. როგორ გრძნობ თავს? ალბათ, შემოქმედებითად, თამამად, მზად ახალი იდეების გასასინჯად. ახლა კი წარმოიდგინე, რომ იმავე გუნდს ეწოდება “რისკების მართვის განყოფილება”. განსხვავებას გრძნობ? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს – როგორ მოქმედებს სახელი გუნდის იდენტობასა და ქცევაზე. გუნდის სახელი Agile ტრანსფორმაციაში Agile ტრანსფორმაცია არის არა მხოლოდ პროცესების, არამედ მთლიანი ორგანიზაციული კულტურის […]

5 მიზეზი, რატომ უნდა გაიარო Product Owner კურსი

გამარჯობა, მე სოფო ვარ, კრისტალის Chief Product Owner და AgileSchool-ის Product Owner კურსის ლექტორი. 5+ წელია, რაც საბანკო პროდუქტებზე ვმუშაობ და მინდა გაგიზიარო 5 მიზეზი, რატომ უნდა გაიარო ჩემი კურსი: 1. რეალური გამოცდილება რეალური პროდუქტებისთვის იცი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი Product Owner-ისთვის? პრაქტიკული გამოცდილება. ჩემს კურსზე არ ვისაუბრებთ მხოლოდ თეორიაზე. მე გაგიზიარებ ჩემს რეალურ გამოცდილებას […]

მეტრიკების ორპირობა და გუდჰარტის კანონი

ბიზნესის სამყაროში ხშირად გაიგონებთ ფრაზას: “რაც არ იზომება, ის ვერ იმართება”. ეს პრინციპი მრავალი წარმატებული კომპანიის საფუძველია, მაგრამ არსებობს მეორე, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი დებულება: “როდესაც საზომი ხდება მიზანი, ის წყვეტს იყოს კარგი საზომი”. ეს პარადოქსი, რომელსაც ხშირად “გუდმანის კანონს” უწოდებენ, გვაფრთხილებს იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს მეტრიკებზე ზედმეტ ფოკუსირებას. რატომ არის ეს […]